,,უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები საშიშ სიგნალად იქცა. ამან შეგვახსენა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისთავად არ ხდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ახალ რეალობასთან ადაპტაცია გვესაჭიროება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რაც შეეხება ყირიმის ანექსიას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უეჭველია რუსეთის სიღრმისეული ჩართულობა აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაში. რასმუსენი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს სეპარატსტების მხარდაჭერა.
,,არავის ჰქონდა დაგეგმილი ყირიმში ნატოს ძალები განეთავსებინა და შესაბამისად, პუტინის ის განცხადება, რომ ვერ დაუშვებდნენ, ნატოს ჯარები ყირიმში შესულიყვნენ, უიღბლო საფარველია ყირიმის უკანონო ანექსიისთვის რუსეთის მხრიდან. აქ არავითარი გამართლება არ შეიძლება იყოს. რუსეთი უხეშად არღვევს თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და ნატო- რუსეთის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ისინი უშვებენ შეიარაღებისა და ტექნიკის შესვლას, ასევე "ბოევიკების" გადასვლას საზღვარზე. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტული ჯგუფების მხარდაჭერა და გაიყვანოს თავისი ჯარები საზღვრიდან. ბოლო პერიოდში კვლავ დავაფიქსირეთ რუსეთის ჯარის გაძლიერება საზღვრისპირა რაიონებში", – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ნატოს გენერალურიმა მდივანმა რუსეთის მეზობლად ნატოს ყოფნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას არ გააჩნია შეტევითი ხასიათი, არამედ უზურნველყოფს მოკავშირეების უსაფრთხოებას.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო-მ გააძლიერა ბალტიისპირა სამი სახელმწიფოს საჰაერო პატრულირება, ბალტიისა და შავ ზღვებში გაგზავნა სამხედრო-საზღვაო ხომალდები და ატარებს მანევრებს პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში. "ასე რომ დიახ, ზღვაში, ჰაერსა და ხმელეთზე ხედავთ ნატო-ს დამატებით ყოფნას. მას არ გააჩნია შეტევითი ხასიათი, ეს სუფთად თავდაცვითი ზომაა, რომელიც მოწოდებულია ჩვენი მოკავშირეების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა რასმუსენმა.
კითხვაზე, რუსეთი პარტნიორია თუ მოწინააღმდეგე, გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთი ნატოში ხედავს მოწინააღმდეგეს. მისივე თქმით, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დასამყარებლად 20 წელზე მეტი დაიხარჯა. "მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რუსეთი არ იქცევა როგორც პარტნიორი და რუსეთის სამხედრო დოკუმენტაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ ისინი ნატო-ში მოწინააღმდეგეს ხედავენ. შესაბამისად, ჩვენ ამასთან ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ", - აღნიშნავს რასმუსენი.
მასალის გამოყენების პირობები






