გიგი უგულავას უსაფრთხოების მიზნით, მასზე ვიდეო-თვალთვალი მიმდინარეობს
სამართალი - 15:23, 06 Jul, 2014     3154
მატროსოვის ციხეში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, მათი ინფორმაციით გიგი უგულავა ამჟამად არის ნორმალურ პირობებში. მის საკანზე მიმდინარეობს ვიდეო ჩაწერა მისივე თანხმობით და უგულავას უსაფრთხოების მიზნით. სახალხო დამცველის წარმომადგენლების ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა უგულავა ციხის ადმინისტრაციას გადაჰყავდა დაწესებულების იმ ნაწილში, სადაც სასჯელს იხდიან ყოფილი პოლიციელები, უგულავას იქ გამოჩენას მოჰყვა ხმაური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ამის შემდეგ ის დააბრუნეს. გიგი უგულავა არ ღებულობდა საკვებს და ითხოვდა მატროსოვის ციხეში გადაყვანას. თბილისის ყოფილი მერი დღეს გამთენიისას გადაიყვანეს მატროსოვის ციხეში.

,,გიგი უგულავა მოვინახულეთ გუშინ ღამე. ის იყო მოთავსებული სასჯელაღსრულების საკარანტინო ნაწილში, განმარტოების საკანში. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ დღის განმავლობაში სცადეს მისი გადაყვანა იმ კორპუსში, სადაც მოთავსებული არიან ყოფილი პოლიციელები, თუმცა გადაყვანას მოჰყვა ხმაური, რის შემდეგაც ის დააბრუნეს საკარანტინო ნაწილში. ჩვენს მიერ ადმინისტრაციისადმი მიცემული რეკომენდაციების შემდეგ, იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ გიგი უგუალავა გადაეყვანათ მე-9 დაწესებულებაში ე.წ. მატროსოვის ციხეში. ამას მოითხოვდა უგულავა და ამ მიზეზით საკვებს არ იღებდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. მასზე მიმდინარეობს ვიდეო თვალთვალი და ეს გიგი უგულავას თანხმობით განხორციელდა, შედგა ოქმი, რაზედაც მან ხელი მოაწერა. თუმცა ჩენთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ სხვა საშუალებით იქნებოდა მიღებული მისი უსაფრთხოების დაცვა, ისურვებდა სხვა მეთოდებს“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა კვარაცხელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42