,,საზღვარზე ყირიმის პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ წამიკითხა მე გაფრთხილება, ექსტრემისტული საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ. მე მას ვუთხარი, რომ არ მესმის რუსული და ვთხოვე წაეკითხათ ან უკრაინულ ან ყირიმელი თათრების ენაზე, რის შემდეგაც ისინი ჩემი პასპორტით გავიდნენ ოთახიდან და დაბრუნების შემდეგ გადმომცეს დადგენილება ჩემი ყირიმში შესვლის აკრძალვის შესახებ. ახლა მე არ მიშვებენ“, - აცხადებს ჩუბაროვი.
როგორც ინტერნეტ გამოცემა ,,ყირიმის რეალიები“ აცხადებს, ყირიმელი თათრების ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა გასვლით შეკრებაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს დაშალოს მეჯლისი შიგნიდან და დასვას ჩუბაროვის ნაცვლად მათდამი ლოილურად განწყობილი ადამიანი. მუსტაფა ჯემილევი მიიჩნევს, რომ ეს მკვდრადშობილი იდეაა, რადგან ასეთ შემთხვევაში მეჯლისი ან შეწყვეტს არსებობას, ან გადავა აქტივობის სხვა ფორმაზე.
უფრო ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ ჯემილევს აუკრძალა შესვლა ყირიმში და გადასცა დადგენილება 2019 წლამდე მისი რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვის შესახებ.
თვითგამოცხადებული ყირიმის პროკურორმა, რომელიც მივიდა მეჯლისის ოფისში, მათ ლიდერებს განუცხადა, რომ თუ მეჯლისი არ შეწყვეტს ექსტრემისტულ საქმიანობას ის იქნება ლიკვიდირებული ან მისი საქმიანობა აიკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე.
მასალის გამოყენების პირობები






