თანამედროვე მარკეტინგთან ნუშის კრემით შეწებებული ლეგენდა - რომ 100 წლის წინათ ერთმა ნიჭიერმა მწერალმა ლუი ერნესტ ლადურიმ საკონდიტრო გახსნა, შემდეგ მისმა შვილიშვილმა პიერ დეფონტენმა ორი ორცხობილა ერთმანეთს ჯემით შეაწება და ასე დაიბადა „ლადურის მაკარონები“, სახელად Gerbet. დღეს ფერადი მაკარონები მსოფლიოში ყველაზე ძვირიან და ყველაზე საინტერესო ნამცხვრად არის აღიარებული.
თუ პარიზში,, ლადურის საკონდიტროში მიგიწვევენ, კიდევ უფრო ზუსტად მიხვდებით - რომ აქ ყველაფერს მართავს მითი, ლეგენდა, ბრენდის შესახებ გამოგონილი ამბავი, რაც აუცილებელი მაგნიტია მსოფლიოს ყურადღების მისაპყრობად. შემდეგ ამ ლეგენდას სხვა საინტერესო ამბებიც ერწყმის...
მაგალითად, 2005 წელს ფილმში „მარია ანტუანეტა“ რეჟისორმა სოფია კოპოლამ ანტუანეტას მაკარონები სწორედ ლადურის საკონდიტროს გამოცხობინა პარიზში... მაშ, ასე, მე ვიჯექი Laduree-Paris-ში ... ნამცხვრებს ასდიოდა ლეგენდების, რომანტიზმის, პარიზში ბევრჯერ დაბრუნების და სიყვარულის სურნელი;)))) ჩემს წინ იდო ჩართული დიქტოფონი და ვუსმენდი ემანუელ ვიონს... ემანუელი საუბრობდა ლაღად, ინგლისურად, ღიმილით.
ათვალიერებდა ჩემს „პირველ ჟურნალს“, მოჰყავდა საინტერესო მაგალითები.
ვისმენდი ახალ ამბებს სუნამოების სამყაროდან - ემანუელი ყვებოდა მაქს-მარაზე, ტრუსარდიზე, გალიანოზე, აგენტ პროვოკატორზე... ხსნიდა ახალ სუნამოებს, მაპკურებდა მაჯაზე, მთელი კაფე გვიყურებდა ჩვენ და მე ვიღებდი ფოტოებს... ჩვენ მივირთმევდით მაკარონებს და ვაყოლებდით სადესერტო ფრანგულ ღვინოს... და ბოლოს მოსახდენი მოხდა:)))))))))) ვრცელი ინტერვიუს შემდეგ, ემანუელის ასისტენტმა გადმომცა 1 უზარმაზარი შეფუთვა, სადაც ქალის 10 და მამაკაცის 7 სუნამო იდო -საჩუქრად;)))))))))))))))))))))))))))))))))))))))
პ.ს. ლადურიში ოცნებები ხდება;))) ესმა — ლადურის ზღაპარი;)))
მასალის გამოყენების პირობები






