საქართველოს მთავრი პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიეის სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე პატიმრობა შეუფარდა. ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარდგენილი აქვს წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15-წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






