რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად დაცვის მხარის შუამდგომლობა - პატიმრობა მოსამართლეს გირაოს სახით შეეცვალა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მერის პროცესი, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ეხებოდა 18:00 საათზე დაიწყო.
უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კი გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღესვე მიმართა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ყოფილ მერს კიევში გამგზავრების უფლება არ მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები






