გიგი უგულავა: "ჩვენ არ გადავყვებით ივანიშვილის შიზოფრენიას"
სამართალი - 21:31, 04 Jul, 2014     3611
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 3 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს. პროცესზე, რომელზეც უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მიდის მსჯელობა, სასამართლოს სიტყვით გიგი უგულავამ მიმართა.

”ის რაც გამიკეთებია, გამიკეთებია ჩემი ქალაქისთვის და ჩემი ხალხისთვის და ამას არავის არ ვამადლი. როგორ შეიძლება 5 შვილის მამა ვიყო კრიმინალი, ჩემი მომაკვდავი სიმამრი და ქვისლი და საერთოდ, ყველა ჩემი მეგობარი იყოს კრიმინალი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, რაზეც მოწმობს ეს ფართხა-ფურთხით შეთითხნილი საქმეები. მე, გიგი უგულავა, არსად გაქცევას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ, ვაპირებ დავრჩე და ვიბრძოლო, თუნდაც ციხიდან. ჩემთვის პრინციპული იყო გავსულიყავი და დავბრუნებულიყავი ქვეყნიდან, სწორედ ამით მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არსად გაქცევას არ ვაპირებდი. მით უმეტეს, დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული და ქვეყნიდან დროებით გასვლის უფლება არ მეკრძალებოდა. ამათ კი გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოსდა სოც. ქსელებში ბილეთების სურათებით ვმანიპულირებდი და გაქცვას ვაპირებდი. მაგრამ მე ამ ბედნიერებას ივანიშვილს და ღარიბაშვილს არ მივანიჭებ. ციხე არ არის ადგილი, რომელიც ადამიანს ბრძოლაზე ხელს ააღებინებს. ეს არის ერთი კაცის სურვილი, ვინც ცდილობს გაანადგუროს წინა ხელისუფლების ყველა ლიდერი. ჩემი დაკავება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება, ხელისუფლებას სწორედ ამის შიში აქვს. მინდა ვთქვა, რაც არ კლავს, აძლიერებს და ჩვენ არ გადავყვებით ივნიშვილის შიზოფრენიას. რაც შეეხება “რიჟა” კაპანაძეს, ის გავიცანი როგორც ჩემი ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის მეგობარი, თუმცა, სამწუხაროდ, მას მეგობრების შერჩევა არ სცოდნია, კაპააძე ძალიან ცბიერი ადამიანია”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42