თბილსის ყოფილი მერი გიგი უგულავა უკანონი შემოსავლების ლეგალიზაციის გარდა ბრალდებულად ცნეს ე.წ. მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ყოფილი მერის ადვოკატმა გიზო უგლავამ განაცხადა. მისი თქმით, მათ საქმის მასალები მხოლოდ ეხლა გადასცეს და ვერ გაეცნენ თუ რა მტკიცებულებებია გიგი უგლავას წინააღმდეგ.
„გიგი უგულავა თავს დამნაშავედ არ სცნობ და მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული. გამომძიებელთან უკვე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ როგორც უკანონოდ დაპატიმრებული გათავისუფლდეს. მასალების ნაწილი ეხლა გადმოგვეცა, გაცეცნობით და თუ არ გათავისუფლდება, მაშინ წარვსდგებით სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა გიზო უგლავამ.
უგულავა 3 ივლისს გამთენიისას აეროპორტში დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე ხანში ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის ყოფილ მერს ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაია.
მასალის გამოყენების პირობები






