ქალთა სიზმრები გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო საინტერესო შინაარსისაა, ისინი ფერადიცაა. მშვენიერი სქესისთვის ასეთი სიზმრები აბსოლუტურად ჩვეულებრივია.
პროფესორი, კელი ბალკლი აცხადებს, რომ ქალებს კოშმარებიც ხშირად ესიზმრებათ და ემოციურად დატვირთული სიურეალისტური სიზმრებიც.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ასეთი სხვაობა ქალისა და მამაკაცის სიზმრებში ჰორმონებით არის გამოწვეული. ქალების ჰორმონალური ციკლი მათ სიზმრებზე მოქმედებს და სწორედ ამიტომაა, რომ მენსტრუაციის დროს ქალებს კოშმარები ესიზმრებათ.
ამას გარდა, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ განსაკუთრებით „ცხელი“ სიზმრების მიზეზი ქალის სხეულის ტემპერატურის ცვლილებაა.
არ არის გასაკვირი ისიც, რომ ქალების სიზმრებზე ორსულობაც მოქმედებს, რადგან ამ დროს ჰორმონების დონე მატულობს და ქალი საკმაოდ დიდ დროს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს. სწორედ ამ დროს ქალი ყველაზე ნათელ სიზმრებს ნახულობს. ორსულობის უფრო გვიან ეტაპზე კი ქალბატონებს ნანახი სიზმრები დიდხანს ამახსოვრდებათ, რადგან სწრაფი ძილის ფაზაში მათ ხშირად ეღვიძებათ.
მასალის გამოყენების პირობები






