უგულავას დაკავებით გაჩენილი კითხვები, რთულად პასუხგასაცემი იქნება - ალაფიშვილი
პოზიცია - 16:15, 03 Jul, 2014     3965
ექსპერტი სამართლის საკითხებში ლევან ალაფიშვილი თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უგულავას დაკავება იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი სამართლებრივი ქმედება, თუ იარსებებდა მყარი მტკიცებულება მისი ქვეყნიდან მიმალვის შესახებ:

„თავისთავად, თუკი არსებობს დასაბუთებული ან ალბათობის მაღალი ხარისხით იმის საფუძველი, რომ ბრალდებული მიიმალება, რა თქმა უნდა, ეს არის ის სტანდარტი, რომლის პირობებშიც სასამართლო გამოძიების შუამდგომლობას აკმაყოფილებს და იყენებს პატიმრობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს დადასტურებადი. თუკი გადავხედავთ უგულავას შემთხვევაში ისტორიას, რამდენადაც მე ვიცი, უგულავას რამდენიმეჯერ დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია და დაბრუნებულიც იყო. ეს გარემოება ერთ კითხვის ნიშანს აჩენს ვარაუდისთვის, იმასთან დაკავშირებით, აპირებდა თუ არა მიმალვას უგულავა“, - განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ გიგი უგულავას დაკავებას გარდა სამართლებრივისა, პოლიტიკური შემადგენელიც აქვს:

„გარდა ამისა, ამავე საქმეზე გუშინ უკვე ნამსჯელი ჰქონდა სასამართლოს. ერთი და იმავე საკითხზე გარემოება არსებითად უნდა იყოს შეცვლილი, რომელიც სასამართლოს მისცემს საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მართლაც შეიცვალა ეს ყველაფერი და გამოიყენოს პატიმრობა. ამ ყველაფერს გარდა სამართლებრივისა, აქვს პოლიტიკური შემადგენელიც, იგივე ევროასოცირების შემდგომ, არანაკლები მნიშვნელობის გამოწვევა გველის წინ, მხედველობაში მაქვს უელსის სამიტი, ნატოსთან ურთიერთობის საკითხი და მე ვფიქრობ, გამოძიება კიდევ უფრო ფრთხილი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, იმიტომ, რომ რეალურად ეს გააჩენს დამატებით კითხვებს, თუკი სასამართლოს მსჯელობის საგანი სამომავლოდ კიდევ გახდება ეს თემა“, - აღნიშნა ალაფიშვილმა.

ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავებისას ოპტიმალური გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო მიღებული, ხოლო გამოძიებას პროცედურები გაცილებით მეტი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ უნდა წარემართა.

„გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა არა პატიმრობის გამოყენებას, არამედ გირავნობას, ეს დამატებით კითხვებს გააჩენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენს მეგობრებში საზღვარგარეთაც და იქნება ძალიან რთულად პასუხგასაცემი. მე ვფიქრობ, სახელმწიფოს გონიერება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ გამოწვევებზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, გამოძიებას მეტი მტკიცებულება შეეგროვებინა და ისე წარემართა პროცესები“, - განმარტა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დააკავეს. უგულავა კიევში გიგა ბოკერიასთან ერთად მიემგზავრებოდა. თბილისის ყოფილი მერი ამ დრომდე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. დედაქალაქის ყოფილ მერს ფინანსურ მაქინაციებში ედავებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42