თავდაცვისა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დღევანდელ პროცესზე ხმაური იყო.
ერთ-ერთი მოწმის, ყოფილი პატიმრის ბერდია მესხის დაკითხვას დროს, ახალაიამ მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო.
ყოფილი პატიმარი მის და კიდევ რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ბაჩო ახალაია ამ პროცესს პირადად ესწრებოდა.
დაკითხვის პროცესში ახალაიასა და მესხს შორის შეპალარაკება მოხდა.
„როგორც შენ ამბობ, თუ საჭმელი არ გიჭამია და ტანსაცმელი არ გქონია, მაშინ მკვდარი უნდა ყოფილიყავი“,- კითხვით მიმართა ახალაიამ მოწმეს.
მოწმემ ექს-მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა, რასაც ახალაიას გაღიზიანება მოჰყვა. ის მოითხოვდა, რომ მოწმეს სიტყვა არ დაესრულებინა. აღნიშნულმა ფაქტმა პროკურორების გაღიზიანებაც გამოიწვია.
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე ე.წ. ნავთლუღის საქმეზე ბრალდების 5 მოწმე უნდა დაიკითხოს.
მასალის გამოყენების პირობები






