დაკავებული ცნობილი ექიმის ავთანდილ საყვარელიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი
სამართალი - 13:42, 18 Dec, 2012     708

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა,

"გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს დაკავებული  ყაზბეგის ქუჩაზე N25-ში, 1927 წელს დაბადებული ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა  და როგორც გაირკვა, უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბინის მეპატრონე ბალიშით  გაგუდა, შემდეგ ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით, იმავე დღეს თბილისი-კიევის მიმართულებით ბილეთები შეიძინა და საქართველო დატოვა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება მოახდინეს. 17 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 177-ე მუხლის  მეორე "ა"  და მესამე "გ" პუნქტით აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7  განყოფილება იძიებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42