ოპერაცია სახელწოდებით „მტკვარი“ ორგანიზებული დანაშაულის წევრები იტალიის ჩრდილოეთში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით 44 კაციანი შემადგენლობის დიდ ნაწილს ქართველები შეადგენენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფი ბინებს ქურდავდა. ამოღებულია მოპარული ძვირფასეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ქართველებთან ერთად დაკავებულნი არიან ხორვატები, ბულგარელები და იტალიელები. დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს იტალიაში საქართველოს საელჩოც. რამდენი ქართველი იმყოფება პატიმრობაში ამ დროისათვის ჯერჯერობით უცნობია.
იტალიელმა სამართალდამცავება ოპერაცია ერთი წლის წინ დაიწყეს.
„ეს ინფორმაცია ჩვენც გვაქვს, ოღონდ დაუზუსტებელია ჯერჯერობით, ორგანიზებულ დანაშაულზე არის საუბარი ჩრდილოეთ იტალიაში, შეიძლება იყოს ბინების გატეხვაც, ზუსტად რამდენი ქართველი იყო დაკავებული ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კახა სიხარულიძემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






