ბესო კვინიხაძე იაკუტკსის ოლქის ქალაქ ნერიუნგრიში დაიბადა. ის ასევე კრიმინალური ავტორიტეტის ზურა კვინიხაძის ვაჟია.
პირველად ბესო კვინიხაძე სამართლადამცავებმა 1999 წელს მის ხუთ თანამოაზრესთან ერთად ძველ არბატზე ერთ-ერთ კაფეში დააკავეს, კერძოდ, „ბესო რუსტავსკის“ გამოსასყიდის მიზნით მძევლად ჰყავდა აყვანილი ერთ-ერთი მსხვილი სამშენებელო კომპანიის მფლობელის ვაჟი.
მეორედ კვინიხაძე 2002 წელს ავტომანქანა Jeep Grand Cheroke–ის გატაცებისთვის იქნა დაკავებული და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2013 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდებმა“ მისი ,,ქურდად მონათვლის“ საკითხი დააყენეს, რაშიც კვინიხაძეს მხარს ძმები ქარდავები და მათი გარემოცვა უჭერდა. ,,ქრუდად მონათვლის“ შემდეგ მას ,,ბესო რუსტავსკი“ ეწოდა. თუმცა სანკტ-პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში, კვინიხაძე ქურდული გარჩევების ეპიცენტრში მოექცა და ადგილოვრივმა კრიმინალებმა ,,რიჟა ალბერტამ“ და ,,მირიჩამ“ ,,ქურდობა“ დაუსწრებლად შეუჩერეს.
თუმცა სანკტ-პეტერბურგელი „ქურდების“ ამ გადაწყვეტილებას დიდი გარჩევები მოჰყვა, ბესოს მომხრეებმა გარჩევაზე ,,რიჟა“ დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით „ქურდებს“ შორის დაპირისპირების ხმაურიანი გარჩევა თურქეთში, ქალაქ ედირნეში მოხდა, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთი თურქი პოლიციელი შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები






