,,პირველ დღეს ანტიტერორისტული ოპერაციის განახლების აქტიურ ფაზაში. მოკლედ: ეროვნულ გვარდიისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის შემტევმა ძალებმა რუსი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რამდნიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი. აგრეთვე აღადგინეს კონტროლი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დილჟანსკისთან. უძლიერესი დარტყმების შედეგად ტერორისტების ბაზებსა და პოზიციებზე 1000-მდე მებრძოლია განადგურებული. რუსი სეპარატისტები ყრიან იარაღს და ითხოვენ სამშვიდობო კორიდორის გაკეთებას რუსეთის ფედრეაციაში გადასვლის უფლების მოსაპოვებლად. ამასთან ისინი ითხოვენ ამნისტიის გარანტიებს მათთვის, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდებიათ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის ზონაში იმყოფებიან უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი, ეროვნული გვარდიის მეთაური სპეპან პოლტარაკა და საინფორმაციო-უშიშროების სამმართევლოს უფროსი იური სტელცია.“ - აცხადებს უკრაინის შს მინისტრის თანაშემწე.
მასალის გამოყენების პირობები






