თავდაცვისა და შს ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას ამ წუთებში მატროსოვის ციხეში, სავარაუდოდ, ბრალს უყენებენ. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ამ წუთებში მატროსოვის ციხეში ექს-მინისტრის ადვოკატი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ციხეში იმყოფებიან პროკურორებიც, რომლებიც ახალაიას ბრალს წაუყენებენ.
„გუშინ, გვიან ღამით დაურეკეს ადვოკატს და დღეს 12:00 საათისთვის დაიბარეს. ჩვენი ადვოკატი უკვე ციხეშია. როგორც ვიცი, ვიღაცეები კიდევ შევიდნენ, თუმცა ზუსტად არ ვიცი პროკურორები არიან თუ არა. სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ შოთაძემ ჩემს განცხადებას აბსურდული უწოდა და თქვა, რომ არანაირი ბრალი არ არსებობს“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას მეუღლემ გუშინ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში თათბირი ჩატარდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა თათბირზე კატეგორიულად მოითხოვა, რომ 26 ივლისს ბაჩო ახალაიამ ციხე არ უნდა დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






