"მთავრობამ ეს ტაკიმასხარაობა ერთადერთი რამის გამო წამოიწყო, ეს არის პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გაცოცხლების და მერად გახდომის პროგრამის ნაწილი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ის არ აპირებს ქვეყნიდან წასვლით „ამ ხელისუფლებას სიამოვნება მიანიჭოს“.
"1 ოქოტომბრის შემდეგ დაახლოებით 19-ჯერ მაქვს საზღვარი გადაკვეთილი, ამჟამად მივდიოდი ევროსაბჭოში, სადაც საარჩევნო დარღვევებზე დოკუმენტების დასტა ჩამქონდა. ოთხი ბრალი მაქვს წაყენებული, თავს შეურაცხყოფილად არ ვთლიდი არასდროს, თუმცა შოთაძის გამოსვლის შემდეგ თავის შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ამ ერთუჯრედიან არსებას თუ ჰგონია, რომ ვინმეს ხელისუფლებაში, ივანიშვილი იქნება თუ ღარიბაშვილი, მივანიჭებ იმ ბედნიერებას, რომ წავიდე და აღარ დავბრუნდე, ძალიან ცდება. შეგნებული არჩევანი გავაკეთე, აქ ვარ, მტკიცედ ვდგავარ და ვაპირებ მათ დამარცხებას. რაღაც შიზოიდურ, მანიაკუალურ სისულეებს კი თავი დაანებონ", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის საქალაქოს სასამართლო "სითი პარკის" საკითხზე გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
მასალის გამოყენების პირობები






