სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე („მასტერა“) ჰოლანდიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
ამის შესახებ დგებუაძის ადვოკატმა ირაკლი გრძელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დგებუაძემ საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დატოვა.
“გიორგი დგებუაძე უკვე დიდი ხანია, იმყოფება იმ ქვეყანაში, სადაც მისი დაკავება მოხდა ანუ ჰოლანდიაში. ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაცია, თითქოს მან საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა, ტყუილია. დგებუაძე, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გადაკვეთა საზღვარი. ნამდვილად არ იყო ცნობილი ის გარემოება, თუ ვინ გაიმარჯვებდა საქართველოში. მისი წასვლა წინა ხელისუფლების მიერ არჩევნების წაგებას არ უკავშირდება”, - განაცხადა გრძელიშვილმა.
ჰოლანდიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი გიორგი დგებუაძე ("მასტერა") გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






