უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო შეთანხმება ტერორისტებისადმი ჩაიშალა და შედეგად, ხელისუფლება იძულებულია გადავიდეს მოქმედების „გეგმა ბე“-ზე. ამის შესახებ უფრაქციო დეპუტატებთან შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ისაუბრა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო და ამიტომაც, უკრაინის ხელისუფლება წესრიგის დასამყარებლად იძულებულია ქავეყნის აღმოსავლეთში (დონცკისა და ლუგანსკის ოლქებში) სამხედრო მდგომარეობა შემოიღოს და დაიწყოს აქტიური ანტიტერორისტული მოქმედებები.
პოროშენკოს სიტყვებით ეს იქნება „ახალი ტიპის ომი“. ანტიტერორისტული ძალები არ აწარმოებენ მასობრივ სამხედრო საბრძოლო ოპერაციებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი ოპერაციის ფარგლებში ტერორისტები მიიღებენ მასობრივ დანაკარგებს.
ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტმა ანტიტერორისტული ოპერაციების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განკარგულება უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






