შინაგან საქმეთა სამინიტროში „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც საუბარია საქართველოში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაბრუნებაზე.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, „ნაციონალების“ მიერ დასახელებული მინდია გორაძე შსს-ს მიერ ძებნილი არ არის.
"მინდია გორაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილი არ არის, ხოლო რაც შეეხება მოქალაქეს სახელით და გვარით მინდია აბაშიძე, ასეთი სახელით და გვარით საქართველო-თურქეთის საზღვარი არავის გადმოუკვეთავს 19 ივნისს"- განაცხადეს შსს-ში.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების დაბრუნებაზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ე.წ. კანონინიერი ქურდების ქვეყანაში უპრობლემოდ შემოსვლას ხელისუფლების მაღალჩინოსნები უწყობენ ხელს. მისი ინფორმაციით, 19 ივნისს სწორედ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დახმარებით შემოვიდა საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“. მათივე ინფორმაციით, გორაძემ საზღვრის გადმოკვეთა მინდია აბაშიძის სახელით შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






