თბილსის ყოფილი მერი გიგი უგულავა სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმე ეხება სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას.
"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები






