,,მე ვერ ვხედავ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ასრულებდეს საზოგადოების დაკვეთას. რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი?ეს არის საზოგადოების ხმა და საზოგადოების დაკვეთა, ეს ყველაფერი ამ მაუწყებელს არ ჰქონდა და ვერც აძლევდა საზოგადოებას, ამიტომაც გამიჩნდა სურვილი განცხადების შეტანისა. ვფიქრობ, რომ ჩემი მიდგომებით და ჩემეული ხედვით შესაძლებელია განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და წამოიწევა წინა პლანზე ის საკითხები რაც საზოგადოებისთვის აქთუალური იქნება. უმთავრესი რაც არის მაღალ ზნეობრივი ღირებულებებია, რომლებიც დრეს არ გააჩნია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ოდითგანვე ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთას და არსად არ სჩანს ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების დაკვეთას ასრულებდა ,ის იყო ყოველთვის პოლიტიზირებული.აუცილებელია ამ პოსტზე მყოფი ადამიანი იყოს პატიოსანი მე ვიქნები თუ სხვა იქნება ამ თანამდებობაზე ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია ის ხედვა რომელიც მას ექნება. მან უნდა უპასუხოს იმ სტანდარტებს, რომლებიც უნდა მისცეს საზოგადოებას და ამისთვის საჭიროა შეიცვალოს კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და თუ სამთავრებო სტრუქტურები არ დაიწყებენ ხელების ფათურს საზოგადოებრივ მაუწყებელში მაშინ მერწმუნეთ ის ნამდვილად საზოგადოებისთვის იქნება.“- აცხადებს ლომოური.
მისი განცხადებით, ბორდი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ პირობებში ნებისმიერ დირექტორს გაუჭირდება მუშაობა.
,,აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონი და ხმების ორი მესამედით კი არ უნდა ირჩეოდეს ბორდი, არამედ აუცილებელია ამ ბორდის დაშლა და მის ნაცვლად ახლის შედგენა, სწორედ ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ საზოგადოების დაკვეთა იქნება და ის ხელმძღვანელი რომელიც დაინიშნება ამათგან კი არ უნდა იყოს დანიშნული არამედ ახალი ბორდის მიერ. თუ იქნება ახალი ბორდი მაშინ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში ვერც კი შეეცდება ესა თუ ის ხელისუფალი ჩაერიოს მის საქმიანობაში.დავუშვათ, ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება და მე მოვხვდი მათ შორის. მე მაქვს ჩემეული ხედვა, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვფიქრობ, რომ ამ ბორდმა რომელიც არის პოლიტიზირებულია, არ უნდა დაუშვას შეცდომა და ვფიქრობ, რომ მეორე ეტაპზე გადავლენ პატიოსანი ადამიანები და დაიწყება ბრძოლა ბიძაშვილ-მამიდაშვილური კუთხით კი არა, არამედ ეს ბრძოლა იქნება ინტელექტუალების, ანუ ეს იქნება ბრძოლა ვინ უფრო უკეათ წარმოაჩენს, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.“- აცხადებს ალექსანდრე ლომოური.
მასალის გამოყენების პირობები






