ყველა მშობლის მიზანია, მათი შვილი იყოს ჯანმთელი, მაღალი და ლამაზი, ბავშვების უმრავლესობა კი ოცნებობს, რაც შეიძლება მალე გახდნენ დიდები.
ადამინის ფიზიკური განვითარების, კერძოდ ზრდის შეფერხების ერთ–ერთი გამომწევევი მიზეზი ზრდის ჰორმონის დეფიციტია, ამ ჰორმონს სომატოტროპინს უწოდებენ და წარმოადგენს 191 ამინომჟავისგან შემდგარ პროტეინს, რაც თავის მხრივ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზეა პსუხისმგებელი.
ბავშის ფიზიკურ ზრდა–გავითარებაზე პასუხისმგებელია უმარავი ფაქტორი. გენეტიკურ ფაქტორთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ გარემოს, ენდოკრინოლოგიურ ასევე არაენდოკრინოლოგიურ ფაქტორებს.
ზრდის ჰორმონი ორგანიზმში გავლენას ახდენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალურ ნივთიერებათა ცვლაზე.
ადამინის ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებს წარამოადგენს:
• მემკვიდრეობა – თუ ბავშვის მშობლები დაბალი აღნაგობისანი არიან, ნაკლებადშესაძლებელია მათი შვილი მაღალი იყოს.
• სწორი კვება – ერთმნიშნელოვნად აუცილებელია თქვენი პატარასთვის, რძე და მისი ნაწარმი, უხვად შეიცავს ძვლების საზრდელ იდეალურ მასალას - მიკროელემენტ კალციუმს. ვიტამინების მარაგის შესავსებად, ბავშვი ყოველდღიურად უნდა იღებდეს ხილსა და ბოსტნეულს. ასევე ნორმალურ ზრდას განაპირობებს ცილოვანი პროდუქტები ხორცი და თევზი.
• ფიზიკური აქტოვობა – მეტად მნიშვნელოვანია, უკეთ იზრდებიან ბავშვები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე და აქტიურად მისდევენ სპორტს. სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობია სპორტის ისეთი სახეობები როგორიცაა: კალათბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი და სხვა.
• მოწესრიგებული ძილი – განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბავშვის ზრდა–განვითარებაში. ზრდის ჰორმონის, სომატოტროპინის, 70% სწორედ ღამით გამომუშავდება. ბავშვის მოუწესრიგებელი ძილი, შფოთვა და ხშირად გაღვიძება ორგანიზმში სომატოტროპინის პროდუქციას რღვევასა და დაქვეითებას იწვევს, ამიტომ ბავშვის ძილის რეჟიმის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს თვენი პატარის ზრდა განვითარებისთვის.
• ოჯახური გარემო – არსებობს ამგვარი განმარტება - ფსიქოემოციური სიდაბლე. უვითარდებათ ბავშვებს რომლებსაც აკლიათ მშბლის ყურარება და სითბო. ასწორედ სიყვარულის დეფიციტი იწვევს სიმაღლეში ზრდის შეფერხებას ანუ ფსიქოემოციურ სიდაბლეს.
ჰამბურგის ლაბორატორია გთავაზობთ ზრდის ჰორმონის–IGF1 ის განსაზღვრას.
მასალის გამოყენების პირობები