,,მე მოქმედი თანამშრომელი ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის და კარგად ვიცნობ არსებულ სიტუაციას, ვიცი მასში არსებული პრობლემები, მიღწევები და ყველა ის გამოწვევა რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას, აქედან დგამომდინარე მიმაჩნია, რომ შემიძლია ამ მაუწყებელს გავუძღვე და მისი მუშობა გავხადო ეფექტური და დავუახლოვო დასავლურ სტანდარტებს .მე ვეთანხმები იმ კვლევებს რომლებიც იდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ცანტრების მიერ, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ვფიქრობ რომ გათვალისწინებული უნდა იყოს არასამთავრებო სექტორის შეხედულებები მედიაზე და მის მუშაობაზე, საზოგადოებისთვოის ნათელი უნდა იყოს მათი ჩართულობა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რაც გაზრდის სანდოობას.როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს დასავლურ სტანდარტზე, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რამდენად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი მაუწყებლის მიმართ და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ამა თუ იმ მოვლენის გაშუქება. მე ვთვლი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალურ დირექტორს არ უნდა ჰქონდეს აბსოლუტური მმართველობა, უნდა დაკომპლექტდეს ჯგუფი, რომელშიც შევლენ კარგი მენეჯერები და რომლებსაც ექნებათ უფლება კოლექტიურად მიიღონ გადაწყვეტილებები ჟურნალისტური პრინციპებიდან და იმ სტანდარტებიდან გამომდინარე რისკენას ჩვენ მივილტვით. ეს ყველაფერი საზოგადოებასთან ურთიერთობის ფონზე უნდა გაკეთდეს. მე არ ვამბობ იმას რომ, ყველას მოთხოვნა უნდა შესრულდეს, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი საზოგადოების ინტერესებს სორის.საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმომადგენლობითი უნდა იყოს, ასეთი უნდა იყოს ბორდიც. ამ თანამდებობაზე არჩეულმა კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს იმ ადამიანთა აზრი მაუწყებლობის შესახებ რომლებმაც განაცხადები შეიოტანეს, ამიტომ ვთვლი რომ თითოეული იმ ადამიანის კონკურსში მონაწილეობა რომელიც დღეს სახეზეა მისაღებია, რადგან ყვეკლას აქვს საკუთარი გამოცდილება ამ სფეროში.“- აცხადებს აკაკი შენგელია და დასძენს, რომ შანსი არსებობს, ბრძოლასაც აქვს აზრი.
,, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი მითუმეტეს მაშინ როდესაც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე, ამ საკითხში საკამოდ დიდია ჩართულობა საზოგადოების, არასამთავრებო სექტორის და სხვა მედია საშუალებების მხრიდან, ამიტომ მე ვთვლი,მე რომ ეს ვიღაცამ არ უნდა გადაწყვიტოს. იმედი მაქვს ბორდი გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს იმ ადამიანზე შეაჩერებს რომელსაც მეტი გამოცდილება და საზოგადოების ნდობა ექნება.ვიღაც, თავისთავად, არ უნდა წყვეტდეს და ვფიქრობ, ვერც გადაწყვეტს, რადგან საზოგადოების ჩართულობა არსებობს ამ საკითხში.“- აცხადებს შენგელია
მასალის გამოყენების პირობები






