სამართალდამცველებმა სამი შპს-ს დირექტორი დააკავეს
სამართალი - 14:07, 26 Jun, 2014     2583

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად ყალბი საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, შპს ,,RED STAR’’-ის დირექტორი მერაბ არეშიძე, შპს „გულადის“ დირექტორი“ ჯამბულ ჭუმბურიძე და შპს „ირაკლის“ დირექტორი გიორგი მუმლაძე დააკავეს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ არეშიძემ, ჯამბულ ჭუმბურიძემ და გიორგი მუმლაძემ იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდისათვის თავი აერიდებინათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ, არარეზიდენტ და ხშირ შემთხვევაში, ნასამართლევ პირებს სხვადასხვა შპს - ები დააფუძნებინეს, აღნიშნული შპს-ეები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნაროები არიან. ამ საწარმოების სახელით, საქართველოში იმპორტირებული იქნა 803 680 ლარის სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული, რომელთა განბაჟებიდან 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნული პირების მიერ არ იქნა გადახდილი იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 265 048 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42