სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის #8 დაწესებულებაში მიმდინარეობდა ე.წ. „კარანტინი“-ს მორიგი დაშლა, რაც ფორმალურად გულისხმობდა შესაბამის საკნებში პატიმრების გადანაწილებას. სინამდვილეში კი, ეს პროცესი ისევე როგორც სხვა არაერთი „კარანტინის“ დაშლა, ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული ერთგვარი „რიტუალით“, რასაც სავალდებულო წესით და ასევე მათ მიერ დადგენილი გარკვეული კრიტერიუმებით თან ახლდა პატიმართა ცემა მათი დამცირებით, პატივისა და ღირსების შელახვით. „კარანტინი“-ს დაშლას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად „კარანტინი“-ს დაშლაში მონაწილეობას იღებდა საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა, მისი მოადგილეები ალექსანდრე ჯანჯღავა და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე საპყრობილის თანამშრომლები: გიორგი კვარაცხელია, მანუჩარ ლომთაძე, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი და თემურ ჭაჭია.
აღნიშნულმა პირებმა დაშინების, იძულებისა და რეჟიმისადმი მორჩილების მიზნით, პატიმრები ჩააყენეს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში, აყენებდნენსიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამყოფებდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში.
ჩადენილი დანაშაულისათვის, ცემა-წამებაში მონაწილე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასჯელთაშთანთქმის პრინციპითა და ამნისტიის აქტის გამოყენებით განესაზღვრათ: ოლეგ ფაცაციას - 6 წლითადა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისადა 6 თვისვადით. ვიქტორ ყაჭეიშვილს - 3 წლითადა 3 თვითთავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისადა 6 თვისვადით და ჯარიმა 2000 ლარი. გაგა მკურნალიძეს - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისადა 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარი. გიორგი კვარაცხელიას - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თემურ ჭაჭიას -სსკ-ის 376-ემუხლით 1 წლითადა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დავით ხუჭუას - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისადა 6 თვის ვადით და ჯარიმა 2 000 ლარი. მათე ელბაქიძეს - სსკ-ის 376-ემუხლით 1 წლითადა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე საქმის ფარგლებში, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ ცემა-წამების ფაქტებთან დაკავშირებით, მთლიანობაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 16 თანამშრომლის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






