სამკურნალო დიაგნოსტიკური კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი’’ წარმატებით ახორციელებს in vitro განაყოფიერებას და უკვე ბევრ წყვილს დაეხმარა საოცნებო სურვილის ასრულებაში. ამ თემაზე გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი სოფო კვალიაშვილი:
_ქალბატონი სოფო რა პრიორიტეტებით სარგებლობს თქვენი კლინიკა?
_in vitro (ექსტრაკორპორალური) განაყოფიერების განყოფილება ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში უშვილობის პრობლემის დაძლევაში.კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი’’ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან კლინიკა „SHEBA’’- ს მაღალკვალიფიციურ ემბრიოლოგ პროფესორ დორთან და გთავაზობთ ქვეყნიდან გაუსვლელად ექსტრაკორპორალურ მომსახურეობას ნაკლები ფინანსური ხარჯებით. მიღებული შედეგი შეესაბამება მსოფლის სტატისტიკურ მონაცემებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების მაღალ ხარისხს
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდით, აღჭურვილია უახლესი თანამდროვე ტექნიკით და ხელმძრვანეობს უახლესი ტექნოლოგიებით.
ჩვენ ვახორციელებთ უშვილო წყვილების მომსახურებას, კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური განაყოფიერებას, ორსულობის პატრიონაჟსა და მშობიარობას.
მასალის გამოყენების პირობები