112-მა ევაკუატორებით დახმარების სერვისი დანერგა
სამართალი - 18:00, 25 Jun, 2014     3542

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა თბილისში ევაკუატორებით დახმარების სერვისი დანერგა. ამიერიდან, თბილისში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს 112-ზე დარეკვით ევაკუატორებით დახმარების სერვისით ისარგებლოს.

ახალი სერვისი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. 112-ს გააჩნია თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც იძლევა ეფექტური კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, გამოყოფილია სპეციალურად გადახურული სადგომი და ბეტონისსაფარიანი, ახალი დაცული ტერიტორია, რათა სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენისგან არ მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ტერიტორიაზე არსებული 24 საათიანი სათვალთვალო კამერები, დამცავი ღობე და სხვა ინფრასტრუქტურა გამორიცხავს ავტოსადგომზე მესამე პირთა არასანქცირებულ შეღწევას. ავტოსადგომები განლაგებულია დიღომში, ბალანჩინის ქუჩაზე და ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ერთიანი, შეღავათიანი საფასური, რაც ბაზარზე არსებულ ტარიფზე 50%-ით ნაკლებია. ტრანსპორტირების მანძილის ათვლის საფასური იწყება ინციდენტის ადგილზე ევაკუატორის გამოცხადებიდან დანიშნულების ბოლო წერტილამდე.

ევაკუატორებით დახმარების სერვისის დანერგვა ასევე მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42