გია ნოდია: ე.წ. კონფორმისტები სჭარბობენ საზოგადოებაში
საზოგადოება - 16:09, 17 Dec, 2012     604

 


მისი აზრით, უმრავლესობა დემოკრატიასთან ყველაზე ახლო მდგომ ძალად ,,ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს და ეს კვლევამაც დაადასტურა.


,,საფუძველი არ მაქვს არ ვენდო, რადგან ვიცი, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევებს პროფესიონალები აკეთებენ. რაც შეეხება შედეგებს, ის უცნაურია, ვინაიდან არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთამდენისგან. ეს განწყობა, ეს გვეუბნება საზოგადოების ბუნებაზე, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს მყარი პოლიტიკური პოზიცია, სიმპათიები და ანტიპათიები. ამასთან, ეს შედეგები აიხსნება არჩევნებიდან გამომდინარე ემოციური ეიფორიით, რომელიც ჯერჯერობით მოქმედებს. კვლევებიდან ჩანს, რომ ,,ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობა" რჩება ძირითად ოპოზიციურ ძალად. არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც ავტომატურად ხელისუფლების მომხრეა, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა არსებული ხელსუფლება. ისინი არიან ე.წ. კონფორმისტები, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია - 20-30%. მეორეს მხრივ, "ქართული ოცნების" დიდ უპირატესობას განაპირობებს ახალი ხელისუფლების ფაქტორი. ხელისუფლებაში ახლადმოსულ ძალას ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ეს ასე იყო "ვარდების რევოლუციის" დროსაც და უფრო ადრეც, შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც. ახალ მთავრობას ყოველთვის უკავშირდება ახალი იმედები, რომლებიც არ მართლდება, არა იმიტომ რომ მთავრობა ცუდი ან კარგია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაჭრაბებული მოლოდინი აქვთ მთავრობის მიმართ", - განაცხადა ნოდიამ.

გია ნოდია კვლევის ცალკეულ დეტალებსაც ეხმიანება

,,ძნელი სათქმელია რატომ ხდება ისე, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველ გუნდ უჭერს მხარს, თუმცა დემოკრატიასთან ყველაზე ახლოს მდგომ ძალად ,,ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, ეს ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ჩვეულებრივ დემოკრატიისთვის მებრძოლებად აღიქმებიან ოპოზიციური პარტიები და ახლა "ნაციონალური მოძრაობაა" ოპოზიციაში. გარდა ამისა, ბევრი ადამიანის აზრით, იმ პერიოდში რაც "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, მან დემოკრატიული სტადარტებით მომუშავე ძალად ვერ წარმოაჩინა თავი. შეიძლება ,,ქართული ოცნება" მოგწონდეს იმიტომ, რომ საზოგადოება ფიქრობს სოციალური პირობებს გააუმჯობესებს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედები არ აქვთ, რომ ეს ძალა დემოკრატიულად მოიქცევა", - განაცხადა ნოდიამ.

გია ნოდიას თქმით, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვეში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე არაუგვიანეს 6 თვისა.

,,არ ვიცი, რჩება თუ არა მას დრო, მაშინ უნდა გათვალოს ყველაფერი, რათა იმ 5 დღეში მოასწროს ეს ყოველივე სამართლებრივად და ტექნიკურად. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა, ეს იურისტებს უნდა ჰკითხოთ. პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლოს და თავისი კანდიდატურა შესთავაზოს პარლამენტს, თუმცა პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ის ორჯერ თუ სამჯერ არ დაამტკიცებს ამ კადიდატურას, მაგრამ საკითხავია, თუ პრეზიდეტი ამას აპირებდა, მაშინ რატომ აქამდე არ იყენებდა იმ უფლებამოსილებას, რომელიც გააჩნია, თუნდაც ძალოვანი მინისტერების დანიშვნასთან დაკავშირებით, ე.ი. მან ჩათვალა, რომ პოლიტიკურად უფრო მომგებიანია მთელი პასუხისმგებლობა გადაებარებინა ივანიშვილისთვის", - განაცახდა ნოდიამ.

 

გია ნოდიამ გია ჭანტურიას გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.

,,კარგია თუ ცუდი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამაზე შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ მისი საქმიანობა სრულად მაკმაყოფილებდა, მაგრამ ობიექტური გამოკითხვებით ის იყო ყველაზე უფრო დაბალანსებული არხი. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ ნიშას უქმნის, რომ ის იყოს ყველაზე დაბალანსებული და ობიექტური, ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭო არ არის დღევანდელი ხელისუფლების მიერ დანიშნული, ასევე სავალდებულო არ არის, რომ ახალი ხელმძღვანელი ყოფილი ხელისუფლების მიერ იყოს დანიშნული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას "მე-9 არხისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანების თაობაზე,ეს ერთ-ერთი ის განცხადებაა, რის გამოც ბევრს ეჭვი ეპარება ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიულობაში. მე-9 არხი" არის ივანიშვილის პირადი პროპაგანდისტული ტელევიზია და როდესაც ის თავის პროპაგანდისტულ არხს წარმოსახავს, როგორც ერთგვარ ნიმუშს, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აქედან ჩანს, რას გულისხმობს ის ჭეშმარიტად საზოგადოებრივ არხში", - განაცხადა ნოდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42