არჩილ ჭყოიძე: თუ ამირჩიეს, ჩემს ხელფასს გადავურიცხავ ომის ვეტერანებს
საზოგადოება - 16:06, 17 Dec, 2012     630

,, პირველ რიგში მთავარი მოტივაცია იმისა, რომ მე განაცხადი შევიტანე აღნიშნულ თანამდებობაზე ეს არის ის, რომ ამ წლების მანძილზე მიწევდა აქტიური მუშაობა ჟურნალისტებთან და კარგად ვიცი როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ ისინი, სწორედ ამის გამო ვერ მუშაობდნენ ისე, როგორ იყო საჭირო. ჩემი მთავარი მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ ჟურნალისტები იყვნენ განთავისუფლებულნი ამ წნეხისგან. მეორე ეს არის ის, რომ მე არასდროს არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ .აქედან გამომდინარე. მე ვიქნები აბსოლუტურად თავისუფალი, არცერთი პარტიისგან შეკვეთას არც მივიღებ და ვერც მივიღებ და არც ვალდებულება არა მაქვს მათი მხრიდან. ამიტომ ვამბობო, რომ ჩემი დანიშვნის შემთხვევაში გაკეთდება ნამდვილი საზოგადოებრივი არხი.ამ ხუთი წლის მანძილზე ძალიან ხშირი ურთიერთობები მქონდა და ვმუშაობდი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, ვიცი მათი პრობლემები და სამწუხაროდ მათი პრობლემები არ აისახებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.“- აცხადებს არჩილ ჭყოიძე.
ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტად დაბალანსებული და ხალხის ინტერესებზე მორგებული უნდა იყოს.
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ცუდებს შორის იყო უკეთესი, მაგრამ არა კარგი, არა ისეთი, როგორიც ჩვენს საზოგადოებას ეკადრებოდა. აქვე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი- რაც ყველაზე მთავარია, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ეკონომიური პირობები გავიუმჯობესო. ეს ასე არ არის და დღესვე ვაცხადებ და ამ სიტყვას არ შევცვლი- თუ მოხდა ისე, რომ მე ამირჩეს ამ თანამდებობაზე მთლიანად ის ხელფასი რომელიც მე დამენიშნება აუცილებლად გადაეცემა რომელიმე ან რამდენიმე აფხაზეთში ან სამაჩაბლოში დაღუპული მრავალშვილიანი ვეტერანების ოჯახებს. მე აქაც ვიმუშავებ ისეთივე ენთუზიაზმით,როგორც ვმუშაობდი ხუთი წლის მანძილზე ერეკლე მეორის საზოგადოებაში და დავანახებ საზოგადოებას, რომ შეიძლება სამშობლოს ემსახუროს ადამიანი და უბრალოდ გააკეთოს კეთლი საქმე. მე ვიქნები ჟურნალისტების თავისუფლების დამცველი, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ოპოზიციისგან და ნებისმიერი ადამიანისგან ვინც მოინდომებს მათ შევიწროვებას ან მათთვის საკუთარი აზრის მოხვევას.მე ვნახე ამ კანდიდატურაზე მსურველთა სია, და ვაღიარებ, რომ შესაძლებელია რამოდენიმე მათგანი ჩემზე უკეთ ერკვევა ამ სფეროში მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მაქვს გაკეთებული რამოდენიმე ფილმი, მაქვს ურთიერთობები ჟურნალისტებთან, ვიცი მათი პრობლემები და ვფიქრობ, რომ გავართმევ თავს და შევძლებ, რომ მართლაც ღირსეული საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას. „- ამბობს ჭყოიძე და მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობისთვის აუცილებელი სპეციფიკური განათლება სულაც არაა.

,,ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მინისტრები ინიშნებოდნენ ისე რომ უმაღლესი განათლებაც კი არ ჰქონდათ, მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას ქილიკით შეხვდება და სპეციალურად გააკეთებენ ამას, იქნებიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ შეცდომაში იქნებიან შეყვანილნი და ეჭვის თვალით შემომხედავენ და იქნებიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემს შემთხვევში უკეთ მოხდება საზოგადოებივი მაუწყებლის წინსვლა. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე დავანახებ ყველას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტელევიზია ყველასგან, სადაც ხალხის დაკვეთა იქნება შესრულებული და სადაც ჟურნალისტები იქნებიან აბსოლუტურად თავისუფლები. მე ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლება სერიოზულ როლს ითამაშებს ამ კანდიდატურის დანიშვნისას და ვფიქრობ, რომ ძველი ხელისუფლებაც შეეცდება თავის კანდიდატის გაყვანას, მაგრამ ვინაიდან არის ბრძოლის საშუალება მე ვიბრძოლებ.და ბოლოს მინდა ვთქვა ერთი არც მე არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება არ მიჭერს მხარს, აქედან გამომდინარე ვფიქრომ, რომ ნამდვილად შევძლებ პირნათლად შევასრულო ჩემი მოვალეობა. „- აცხადებს არჩილ ჭყოიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42