შპს ,,იბერია სითი“-ს დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს
სამართალი - 11:10, 25 Jun, 2014     3651

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანა შპს ,,იბერია სითი“-ს დირექტორი, გიორგი გოგიბერიძე დააკავეს.

ამის შესახებ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გოგიბერიძე მის კუთვნილებაში მყოფი სამშენებლო კომპანიის, შპს ,,იბერია სითი“-ს სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რის საფუძველზეც იგი იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა“ და ,,ბ“ კორპუსს, აშენების შემდეგ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში გადაუფორმებდა კონტრაქტორ მოქალაქეებს.

ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ, გიორგი გოგიბერიძემ აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოს და მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში გაასხვისა სხვა, არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე.

აღნიშნული გზით გიორგი გოგიბერიძემ დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და თაღლითურად დაეუფლა 2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას, 1 626 291 აშშ დოლარს, რამაც კონტრაქტორი მოქალაქეები მნიშვნელოვანად დააზარალა.

ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება ასევე გრძელდება ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე, გ. გოგიბერიძის მიერ აშენებულ სხვა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42