ამის შესახებ იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტურბერნომ იაგლანდთან საუბარში პოროშენკომ მიაწოდა შეტყობინიება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ვერტმფრენის დაღუპვის შესახებ, რომლიც ბორტზეც 9 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. აგრეთვე, პრეზიდენტმა ევროსაბჭო ჩააყენა საქმის კურსში, რომ რუსი ტერორისტები აგრძელებნ უკრაინული ბლოკპოსტების მიმართულებით სროლას. მისი სიტყვებით, პრეზიდენტ პუტინის განცხადება და მოწოდება რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიმართ, გაუქმდეს უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა, არის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პოზიტიური სიგნალი რუსეთიდან.
თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ყველა ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მხარეები შეთანხმდნენ 26 ივნისს საუბარი გააგრძელონ სტრასბურგში.
პოროშენკომ იანგლანდს მიულოცა გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევა.
მასალის გამოყენების პირობები






