დავით ონოფრიშვილი: მომავალი წლიდან ბიუჯეტი რადიკალურად იქნება განსხვავებული
საზოგადოება - 15:49, 17 Dec, 2012     306

მისი განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტი ბოლოა, სადაც სხვა ხარჯები, რომელიც მილიარდ ლარს აჭარბებდა, გაშიფრული არ იქნება.თუ აქამდე ბიუჯეტი ხალხზე მორგებული არ იყო, ონოფრიშვილი პირობას დებს, რომ ის ამჯერად მაქსიმალურად გაითვალისწინებს ხალხის ინტერესებს.

ამის შესახებ ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,მე მსურს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი რადიკალურად იქნება განსხვავებული და უკვე განსხავავებულია იმ ბიუჯეტისებისგან, როგორიც ბოლო წლების ბიუჯეტები იყო. რას ეხება ეს საკითხი? – პირველ რიგში იმას, რომ 2012 წლის ბიუჯეტი ბოლო იქნება იმ რიგი ბიუჯეტებიდან, რომლებსაც ბოლო წლებში ჩვენ ვხედავდით და უკანასკნელი, როცა სხვა ხარჯები, რომელიც მილიარდ ლარს აჭარბებდა, პარლამენტში გაშიფრული არ იყო. არავინ არ იცოდა, გარდა ვიწრო წრისა – ფინანსთა და რამდენიმე სხვა მინისტრისა, თუ სად იქნებოდა ეს ხარჯები გახარჯული. თავისთავად ეს არც მოსახლეობამ იცოდა და არ იცოდნენ პარლამენტის წევრებმაც კი. ამიტომ ამმხრივ, 2012 წლის ბიუჯეტი იქნება ბოლო, რომელიც წარსულს ჩაბარდება და ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ფინანსთა სამინისტროს სხვა ხარჯები უკვე გაწერილი აქვს და იქ ნაჩვენებია, თუ სად მიემართება ეს თანხები. მინდა, დავაზუსტო, რომ სხვა ხარჯების არსებობა გარკვეული კლასიფიკატორით არის აუცილებელი, მაგრამ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას არ გააჩნდა პოლიტიკური ნება, გაეშიფრა ის", - განაცხადა ონოფრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42