გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული ა.ა. საკანში მისივე მომზადებულ, აკრძალულ ალკოჰოლურ სასმელს, ე.წ. „ბრაგას“ ინახავდა, რომელიც დაწესებულების თანამშრომლებმა შემოწმება-დათვალიერებისას ამოიღეს.
აკრძალული მჭრელი საგანი - კუსტარულად დამზადებული ლითონის ფირფიტები ამოიღეს სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულ გ.ო.გ.-ის საკნიდან.
ქარხნული წესით დამზადებული მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად მიღებულ ბასრ საგანს ინახავდნენ და ატარებდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2-ე დაწესებულების მსჯავრდებულები ი.ლ. და რ.კ.
სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების მსჯავრდებული თ.გ. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ბენზოდიაზეპინების ჯგუფში შემავალი ფსიქოტროპული ნივთიერებით სარგებლობდა, რომლის მოხმარებაც ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა.
ამავე დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, ც.რ. ფარულად ინახავდა და ატარებდა კუსტარულად დამზადებულ აკრძალულ საგანს - ბანქოს, რომელიც დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულის პირადი შემოწმება-დათვალიერებისას ამოიღეს.
რენტგენის სურათებისთვის განკუთვნილი ფირების გამოყენებით დამზადებული თვითნაკეთი ბანქო ჩამოერთვა N14 დაწესებულების მსჯავრდებულ ი.ბ.-ს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მასალის გამოყენების პირობები






