შსს-მ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მაღალი პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სს ბანკი ,,ქართუს’’ გაკოტრებას.
დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისფულების წარმოამდგენლებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ ბანკ ,,ქართუს’’ ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკოლოზ მელიას უშუალო ორგანიზებით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინსიტროს, ეკონომიკის სამინისტრო კი ამ ქონებებს პრეზიდენტის განკარგულებით ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით, ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკი ,,ქართუს’’ გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციალი მესაკუთრე იმ დროისათვსი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. დანაშაულებრივი სქემის თანახმად ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკის მიმართ, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება, ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პიდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები, ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონება არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ,,ქართუს’’ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 957 ათასი დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტი’’-ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






