ასეთი რუსეთი ევროპის ქვეყნებისთვისაც ღია საშიშროებას წარმოადგენს - ხათუნა ლაგაზიძე
პოზიცია - 15:25, 24 Jun, 2014     2815
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან სადამსჯელო ოპერაციად აფასებს. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ლაგაზიძემ განაცხადა, ეს არის აგრესია საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საპასუხოდ. ექსპერტის თქმით, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მსოფლიო დაინახავს, რომ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების მიტაცების საფრთხე უკრაინის და საქართველოს მსგავსად მათაც შეეხებათ.

„ეს არის საპასუხო აგრესია საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პასუხად. ეს არის კიდევ ერთი ვანდალური აქტი რუსეთის მხრიდან 21-ე საუკუნეში. ეს არის შემდგომი სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან. ეს არის უდიდესი ტრაგედია საქართველოსთვის, ეს არის დე-ფაქტო სიტუაციის დე-იურედ აღიარება რუსეთის მხრიდან. მეორეს მხრივ, მსოფლიო დაინახავს, რომ მათ კომფორტზე, კუჭზე და გაზზე არ გადის მათი უსაფრთხოება. ასეთი რუსეთი ნებისმიერი ევროპის ქვეყნისთვის ღია საშიშროებას წარმოადგენს. არც ნატო-ს და არც ევროკავშირში შემავალმა პატარა ქვეყნებმა არ იფიქრონ, რომ მათ ნატოს ან ევროკავშირის ზურგი დაიცავთ. ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები განაჩენს უწერენ საკუთარ თავს, როდესაც ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება მათ არ შეეხებათ“, - აღნიშნა ლაგაძიძემ.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარება არის პირდაპირი ანალოგი ყირიმის სცენარის. ამის მაგალითად ლაგაზიძემ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადება მოიყვანა, სადაც სურკოვი რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დაახლოების დაჩქარებაზე საუბრობს.

„ეს არის ანალოგი ყირიმის სცენარის. სურკოვმა დღეს თქვა, რომ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა უნდა დააჩქაროს დაახლოების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ის არის რუსეთის იმპეიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთ სულისჩამდგმელი პუტინის კარზე. ეს არის რუსეთის გარშემო დაპყრობილი მიწების შემომკრები ფიგურა, რაც სამწუხაროდ ნიშნავს სამხრეთ ოსეთის ბედიც გადაწყვეტილია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შემთვევაში საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემაზე დასავლელ კოლეგებთან ხმამაღლა საუბარი არ გამოადგებათ, რადგან ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.

„დასავლელ კოლეგებთან მაღალ ხმაზე გამოიწვევს რუსეთის შემდგომ გააგრესიულებას. დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემაა შეინარჩუნოს სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობა იმ ფარგლებში მაინც, რა ფარგლებიც საქართველოს დე-ფაქტო აქვს. ეს არანაკლებ რთული ამოცანაა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42