რა არის ჭარბი წონა
ჯანმრთელობა - 16:19, 15 Jul, 2017 14514
ჭარბი წონა რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიცილოთ, ყველამ იცის. ჭარბი წონის მქონეთა რიცხვი კატასტროფულად იმატებს. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, უკვე მილიარდ ადამიანზე მეტს, მათ შორის - ბავშვებსაც, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული გაცხიმოვნება აქვს. რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა.
ჭარბი წონა საშიშია!
ჭარბი წონა, გარდა სილამაზისა, საფრთხეს ჯანმრთელობასაც უქმნის. იგი პროვოცირებას უწევს სერიოზული დაავადებების განვითარებას - ისეთებისა, როგორებიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი მე-2, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებანი. ის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მეტაბოლური სინდრომისა - მდგომარეობისა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის კომპლექსური მოშლით ვლინდება.
სიმსუქნე მემკვიდრეობაა
მეცნიერებმა II ტიპის დიაბეტისა და გაცხიმოვნების გამომწვევ გენს “სიმსუქნის გენი” - FTO უწოდეს. ადამიანები, რომლებსაც ეს გენი მემკვიდრეობით ერგებათ, ჩვეულებრივ, ჭარბი წონისანი არიან. თუ გენი ორივე მშობლისგან მიიღეს, დიაბეტის განვითარების ალბათობა მათთვის 40%-ია, გაცხიმოვნებისა კი 80%. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს სიმსუქნის გენის ორმაგი ნაკრები აქვს, 50% კი ერთეული კომბინაციის მატარებელია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წონაზე გარკვეული გავლენის მქონე გენების რიცხვი 100-ზე მეტია. ისინი მეტ-ნაკლებად უწევენ პროვოცირებას წონის მატებას. ამგვარი გენების ქონა განაჩენი როდია - რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი კვება სიმსუქნეს მისდამი გენეტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი აცილებს თავიდან.
ცხიმოვანი უჯრედების სიჭარბე
ზოგ ადამიანს სხვებზე მეტი ცხიმოვანი უჯრედი აქვს, ზოგიერთს - 2-ჯერ მეტიც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი წონას იკლებს, უჯრედების რაოდენობა ადრინდელი რჩება. დაცლილნი და მშიერნი, მოთმინებით ელიან, როდის ჩამოჰკრავს მათი საათი და იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე კვლავ აივსებიან ცხიმით. ბუნებამ ესეც არ იკმარა და ადამიანები, რომლებსაც ცხიმოვანი უჯრედები ჭარბად აქვთ, ზომითა და მოცულობითაც დიდი უჯრედებით დაასაჩუქრა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ უჯრედს გაცილებით მეტი ცხიმის დაგროვება შეუძლია. ცხიმოვანი უჯრედები ბავშვობიდან იწყებს განვითარებას, სრულწლოვანების მიღწევისას კი მათი წარმოქმნა წყდება. ჭარბწონიანებს ეს უჯრედები გაცილებით ადრე და სწრაფად უვითარდება, რაც ასევე გენეტიკის დამსახურებაა.
სიმსუქნე მუცლად ყოფნისას იწყება
ტკბილი და ცხიმიანი საკვები ადამიანს ჯერ კიდევ დაბადებამდე აზიანებს. იმ ჭარბწონიან ორსულთა ჩანასახი, რომლებსაც ზომაზე მეტად უყვართ ტკბილეული და ცხიმიანი საკვები, გაცილებით მეტ გლუკოზასა და თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს იღებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ნაყოფის ენდოკრინულ სისტემაში დისჰორმონულ ცვლილებებს იწვევს.
ააჩქარეთ ნივთიერებათა ცვლა
მეტაბოლიზმზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჭარბი კილოგრამების მოცილების ტემპი და ინტენსივობა, თუმცა შენელებული ნივთიერებათა ცვლის აჩქარება შესაძლებელია, ყველაზე ადვილად ეს რეგულარული ფიზიკური აქტივობით მიიღწევა. ვარჯიშისას კუნთები წვავენ გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე ცხიმოვანი მასა - ფიზიკური დატვირთვის შემდეგ 2 საათით ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ჩქარდება. გაითვალისწინეთ - თუ არ გსურთ, შეანელოთ ნივთიერებათა ცვლა, არ იშიმშილოთ 4 საათზე მეტ ხანს.
სტრესი წონას მატებს
სტრესი წონის მატების ყველაზე პირდაპირი და სწრაფი გზაა. სტრესული სიტუაციების შემდეგ ადამიანი იწყებს ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებას ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. როცა ეს მექანიზმი რეგულარულად მუშაობს, ვითარდება უკურეაქცია - საყვარელი ტკბილეულის გარეშე ორგანიზმში სტრესის ჰორმონების გამომუშავება იწყება.
უძილობა ასუქებს
თუ ღამეში 7-8 საათზე ნაკლები გძინავთ, დიეტაზე ნურც იფიქრებთ, რადგან წონის კლება სასურველი ტემპით არ წარიმართება. ძილის უკმარისობა იწვევს წონის მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც არღვევს ჰორმონულ ბალანსს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) და გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას განაგებს). შედეგად ადამიანს გამუდმებით შია.
წონას ვირუსებიც აგროვებენ
ადენოვირუსი, რომელიც მწვავე რესპირატორულ დაავადებას იწვევს, შესაძლოა გაცხიმოვნების მიზეზად იქცეს. ის ორგანიზმში როგორც ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობის, ისე მათში ცხიმის შემცველობის მატებასაც განაპირობებს. დადგენილია, რომ გაცხიმოვნების მქონე პირებს ადენოვირუსის ზოგიერთი სახეობის საწინააღმდეგო ანტისხეულები ნორმალური მასის მქონეებზე გაცილებით მეტი აქვთ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ოდესმე გაცხიმოვნების ვირუსის ვაქცინაც კი შეიქმნას.
ტკბილეულზე დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს
არსებობს ხალხი, რომელსაც საყვარელი შოკოლადის დანახვისას ტვინის სწორედ ის უბანი უაქტიურდება, რომელიც ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებს - სასმლისა თუ ნარკოტიკური საშუალების დანახვისას. ასეთ დამოკიდებულებას იწვევს არა მხოლოდ შოკოლადი, არამედ ნებისმიერი საყვარელი, მაღალკალორიული საკვები, მათ შორის - ჩიფსები, კოლა, ნაყინი, ტორტი... ყოველივე ამის მიზეზია დოფამინი - ჰორმონი, რომელიც კმაყოფილების გრძნობას განაგებს. ჭარბწონიანებს დოფამინის ნაკლები რეცეპტორი აქვთ, ამიტომ კმაყოფილება რომ იგრძნონ, საყვარელი პროდუქტი უფრო მეტი უნდა მიიღონ, ვიდრე სხვებმა. პროდუქტომანების ქცევა ნარკომანებისას ჰგავს: ეს არის საყვარელი სასუსნავის ჭამის ძლიერი სურვილი და მასზე უარის თქმის უუნარობა, მაშინაც კი, როცა ამას ნეგატიური შედეგი მოაქვს. ისინი უდიდეს სიამოვნებას იღებენ ამ პროდუქტისგან, მაგრამ თან დანაშაულის გრძნობაც აწუხებთ და ცდილობენ, ყოველივე ეს გარშემო მყოფებს დაუმალონ. ნარკომანებისა და პროდუქტომანების ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების მსგავსებამ სპეციალისტები საგონებელში ჩააგდო - გამორიცხული არ არის, გაირკვეს, რომ მსუნაგობაში მხოლოდ თვითდისციპლინის დარღვევას არ მიუძღვის ბრალი.
გემოვნება ყურზეა დამოკიდებული
სასმენი აპარატის ინფექციები სერიოზულ გავლენას ახდენს გემოვნების შეგრძნებაზე. მას, ვინც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა ამგვარი ინფექციებით, ჩვეულებრივ, დაქვეითებული აქვს გემოვნების რეცეპტორების მგრძნობელობა, რადგან ინფექცია აზიანებს ყურში გამავალ გემოვნების ნერვს. ასეთ ადამიანებს უჭირთ გემოს ნიუანსების აღქმა და განუწყვეტლივ მენიუს გამდიდრებაზე ფიქრობენ, ტკბილის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი გაცილებით მეტი ნახშირწყლები სჭირდებათ. ამის კვალობაზე, ისინი, ვისაც ბავშვობაში ხშირად სტკიოდა ყური, ორჯერ ხშირად უჩივიან ჭარბ წონას. დაზიანებული ნერვის აღდგენა შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი სისუსტის გაცნობიერება და მისი კონტროლია, რისთვისაც საკმარისია, საკვები მიირთვათ ნელა, მიიღოთ სიამოვნება თითოეული ლუკმისგან, ცხიმიანი და ტკბილი პროდუქტები შეძლებისდაგვარად შეცვალოთ ნაკლებკალორიულით.
ანტიოქსიდანტები ცხიმსაც ებრძვიან
ანტიოქსიდანტებს ცხიმების საწინააღმდეგო თვისებებიც ჰქონიათ - ნივთიერებათა ცვლის შედეგად ორგანიზმში დაგროვილი თავისუფალი რადიკალები მხოლოდ დაბერებას კი არა, თურმე გაცხიმოვნებასაც იწვევენ. ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, იმავდროულად ანელებენ ბიოლოგიური დაბერების პროცესს და გაცხიმოვნებასაც უშლიან ხელს. ისინი ორგანიზმს ცხიმის სწრაფ წვაში ეხმარებიან. გსურთ, მიიღოთ ანტიოქსიდანტები? მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა