სარჩელი უკავშირდება გაზეთის მიერ ბანკისა და მისი დამფუძნებლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ცილისმწამებლური პუბლიკაციების სისტემატიურ გამოქვეყნებას.
მოსარჩელი მოითხოვს „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის სახით 160 ათასი ლარის ანაზღაურებას, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებით თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარებას მოხმარდება.
როგორც, „თიბისი“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ძირკველიშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განმარტა, აღნიშნული სარჩელით ბანკმა სასამართლოს მიმდინარე წლის 21 თებერვალს მიმართა.
მაია ძირკველიშვილის განცხადებით, ამ 4 თვის განმავლობაში „ასავალ-დასავალი“ მაინც განაგრძობდა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას.
„ამ დროის განმავლობაში ჩვენი ბანკი შეგენბულად იკავებდა თავს გაზეთის მიერ წარმოებულ ბინძურ საინფორმაციო კამპანიაზე საჯაროდ პასუხის გაცემისაგან, ვინაიდან საკუთარი სახელისა და რეპუტაციის დასაცავად ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ სამართლებრივი გზა“,- აღნიშნა ძირკველიშვილმა.
დღევანდელი პრესკონფერენციიდან გაირკვა, ბანკი მიიჩნევს, რომ როგორც თავად გაზეთმა, ისე ამ კამპანიაში ჩართულმა რესპონდენტებმა უნდა აგონ პასუხი ცილისწამებისათვის.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ მათი მხარისთვის პრინციპულია ცილისმწამებლებთან დაპირისპირება და არცერთ შემთხვევაში - დამოუკიდებელ პრესასთან კონფლიქტი.
„გაზეთის და სხვა მოპასუხეების მიერ არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის სასამართლოში, რომელიც ოდნავ მაინც დაადასტურებს რამეს. არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ არის შესაგებელი, სადაც ის ცდილობს დაადასტუროს თითქოს ეს მისი მოსაზრებებია არადა სახეზეა ფაქტების გავრცელება, ამიტომ ჩვენი მხარე სასამართლოსთვის მზადაა დაამტკიცოს, რომ მათ მიერ წამოდგენილი ფაქტები არ წარმოადგენს მოსაზრებებეს და ეს არის ცილისწამებები“,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რედაქცია დაშვებულ შედომას აღიარებდა, „თიბისი“ ბანკი მზად იყო დათმობაზე წასულიყო და სარჩელი უკან გამოეტანა.
აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 10:30 დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






