,,ყველა მცდელობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს თანასწორობა აღვადგინოთ. სწრაფად ვერ მოხდება და უმოკლეს დროში პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. ჩემის მხრივ, მე კანცელარიაში თანამდებობა შემოვირე, ვირჩევთ ქალბატონს, მაგრამ ჯერ ვერ შევარჩიეთ, თუმცა ძალიან გვსურს. ვისარგებლებ და მინდა გთხოვოთ, მოგვაწოდოთ კანდიდატურები. მინდა, იმუშავოს მან და მე მუდმივად მივადევნებ თვალყურს მის საქმიანობას, რომ ეს პროცესები წარმატებით განვითარდეს"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
,,თუკი მანამდე ჩვენ ძალიან გვიჭირდა გენდერულ საკითხებზე მომუშავე ადამიანების და საპარლამენტო საბჭოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვქონოდა სისტემატიური ინსტუტიციონალური ურთიერთობები და არა ღონისძიებიდან ღონისძიებამდე კონტაქტი, დღეს ბატონმა ბვიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ზალიან სერიოზულად დგას, მის კაბინეტში იქნება მრცეველი გენდერულ საკითხებში და იმუშავებს ამ მიმართლებით"- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






