ვალერი თელია შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის სამსახურის უფროსად დაინიშნა
სამართალი - 09:58, 24 Jun, 2014     3180

აჭარის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერი თელია კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ მოწოდებული იმ ვიდეო მასალით გახდა ცნობილი, სადაც თელია, კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის სახელით, გორში 6 კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ საუბრობს.

„ვალერიან თელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2013 წლის 28 მარტს დაჯარიმდა 200 ლარით“. – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილში, რომელიც ის 2013 წლის 4 ნოემბერს გაზეთ ,,ბათუმელების” რედაქციას სამინისტრომ მისწერა. აღნიშნული მუხლი მოქალაქეს, მართვის მოწმობის გარეშე ავტომანქანის მართვის გამო, სჯის.

რეგიონის კრიმინალური პოლიციის ამჟამინდელ უფროსს ეს ამბავი მაშინ დაუდგინდა, როდესაც 2013 წლის 28 მარტს, ბათუმში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ინციდენტი მოუვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ის ხულიგონაში დაადანაშაულეს. კერძოდ, გრიბოედოვის ქუჩაზე ვალერიან თელიამ გააჩერა ავტომანქანა და იმ მოტივით ეჩხუბა საიას მძღოლს, რომ მას არასწორად გადაუჭრა გზა. მძღოლს პოლიციის უფროსმა ტანსაცმელი შემოახია, ანთებული სიგარეტის ნამწვი ესროლა და დაემუქრა – „იცი შენ, ვინ ვარ მე“.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში საიამ იმ ავტომანქანის წარმომავლობაც დაადგინა, რომლითაც აჭარის პოლიციის მაშინდელი უფროსი გადაადგილდებოდა: მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, “მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნით OHO 523 რეგისტრირებული არ არის”. ასევე, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ზემოხსენებული წერილით გახდა ცნობილი, რომ ვალერი თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა. საიას ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ვალერიან თელია აღნიშნული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილს ბათუმში გადაადგილებისას ხშირად მართავდა.

თელიას ინციდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსჯის საგანი გახდა. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი) აცხადებდა, რომ თელია ,,პოლიციის მუნდირს” იცავდა. საია დაჟინებით ითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით თელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. საბოლოო ჯამში, სამინისტრომ განაცხადა, რომ თელია აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან მოიხსნებოდა და თბილისში გადაიყვანდნენ. თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. გენინსპექციამ ხულიგნობის ფაქტი ,,არ დაინახა”.

თელიას ამბავი ამით არ დამთავრებულა. ინტერნეტგამოცემა ,,ნეტგაზეთის ცნობით, 2013 წლის 4 აპრილს თელია საავადმყოფოში აღმოჩნდა: თელია თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე მიიყვანეს. ექიმების ცნობით მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ექიმ მედეა ჯიხაშვილის თქმით, ვალერი თელიას აღენიშნებოდა ძლიერი ფსიქოლოგიური აღგზნებადობა და ტკივილები სხეულის მარცხენა მხარეს. თუმცა პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა დეტალური გამოკვლევები კლინიკა “მედინაში” ამჯობინეს და დატოვეს რესპუბლიკური საავადმყოფო.


წყარო: qartli.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42