რა წერილი უპოვეს გარდაცვლილ ბექა გოგიტიძეს
სამართალი - 13:14, 23 Jun, 2014     21906
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, გოგიტიძეების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - 21 წლის ბექა გოგიტიძე, რომელსაც მთელი აჭარა ეძებდა, ბებიის საფლავთან ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბიჭი თურქეთში, ხოფაში მუშაობდა. მან 16 ივნისს, დაახლოებით საღამოს 17 საათსა და 30 წუთზე გადმოკვეთა სარფის საზღვარი და მას მერე კვალი გაქრა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ბექამ ბოლოს შეყვარებულს დაურეკა. შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა. შვილის დაკარგვის ამბავი სამართალდამცავებს ოჯახმა მეორე დღეს შეატყობინა...

ბექას მამის, ოთარ გოგიტიძის თქმით, მისი შვილი თურქეთში სამუშაოდ ოჯახის სიდუხჭირის გამო წავიდა. სამხედრო აკადემიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო. ბექამ გადაწყვიტა, სწავლის ფული მოეგროვებინა და ამის მერე ჩაებარებინა აკადემიაში. ოთარ გოგიტიძეს 4 შვილი ჰყავს, სამწუხაროდ, მათგან ერთი, 18 წლის ვაჟი, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. ბექა მშობლებს მხარში ედგა - ხან ავადმყოფი ძმისთვის აკოწიწებდა ფულს, ხან ოჯახისთვის. "ბექა თურქეთში ჩემმა დამ წაიყვანა სამუშაოდ, მერე ჯარში წავიდა და სამხედრო სამსახური მოიხადა. ჯარიდან რომ ჩამოვიდა, თურქეთში იმავე სამუშაოზე დაბრუნდა. სოფელში ხშირად მოდიოდა და დილით ისევ სამუშაოდ ბრუნდებოდა. ხოფა ახლოს არის ბათუმთან... 17 ივნისს, მეორე დღეს, საღამოს 5 საათზე დამირეკა ჩემმა დამ და მასთან საუბრის დროს გავიგე, რომ ბექა წამოსულა ბათუმში. მკითხა, ვერ ვურეკავ, უკან როდის მოდისო. ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა, არ შეიძლებოდა, ჩემი შვილი შინ არ მოსულიყო. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მის კვალს რომ ვერ მივაგენი, ყველა ნაცნობს დავურეკე, ვინც ჩემს შვილს იცნობდა. ჩემი და ბექას შეყვარებულსაც იცნობდა და მასაც დაურეკა, ხომ არ იცი, სად არისო. ის გოგოც ჩემს დასთან ახლოს მუშაობს თურქეთში. უთქვამს, ბექამ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა, მაგრამ არ მეცალა და ამიტომ ვერ შევხვდიო", - ამბობს ოთარ გოგიტიძე.

ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ბექამ მამიდაშვილს უცხო ნომრიდან ასეთი მესიჯი გაუგზავნა: "ანანოს მიხედე, ჩემი ძმა ხარ!" ანანო ბექას უმცროსი დაა, რომელიც მესამე კლასში სწავლობს. პარალელურად, სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკში" ბექა გოგიტიძემ ერთსიტყვიანი სტატუსი დადო: "მოღალატე!"

სოფელში თვითმკვლელობის მიზეზებზე ლაპარაკობენ და ბექას შეყვარებულ გოგონას ადანაშაულებენ. როგორც ამბობენ, 28 წლის გოგო უკვე დაჰკითხეს ძალოვანებმა. ბექას მშობლები სასოწარკვეთილი არიან. ახლაც ყურში ჩამესმის ბექას მამის განწირული ხმა. ის დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. "უსულგულო ადამიანმა, 28 წლის ალქაჯმა, წაართვა ჩემს შვილს სიცოცხლე. დაგვაქცია. არ ვიცი, ახლა რა გავაკეთო, განადგურებული ვარ. შვილი არა მყავს. ჩემი ჭკვიანი და ლამაზი შვილი. ის გოგო ბათუმელი იყო, თურქეთში გაიცნო ჩემმა შვილმა. არ ვიცი, რა მოხდა, რომ სიცოცხლით სავსე ბიჭმა ასე დაასრულა სიცოცხლე. ბოლოს მას დაურეკა. ჩემი შვილი რომ მომისვენეს, ჯიბეში ვუპოვეთ წერილი, ბექა, მენატრებიო და ფურცელზე წითელპომადიანი კოცნაა გამოსახული. თურმე ამას დაატარებდა ჩემი შვილი. არ ვიცი, რა გაუკეთა ჩემს ბექას, რომ ასეთ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ახლა ერთი ის ვიცი, ჩემს შვილს რომ დავასაფლავებ, არ გავჩერდები, მიწიდან ამოვთხრი ჩემი შვილის მკვლელს. მან მთელი ოჯახი გაგვანადგურა. თურმე არაადამიანი უყვარდა. მას სხვასთანაც გაუბამს ურთიერთობა. ეს ვერ აიტანა ბექამ. ის გოგო თურქეთში მაღაზიაში მუშაობს, იქვე ახლოს მუშაობდა ჩემი ბექაც და ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ძალიან თბილი ბიჭი მყავდა. მისი იმედი მქონდა. სულ მხარში მედგა, დიდ დახმარებას მიწევდა, მეორე შვილის მოვლაშიც მეხმარებოდა და უცებ ცა ჩამოგვექცა თავზე, დავიღუპეთ. ყველგან ვეძებდით. რას ვიფიქრებდით, თუ ჩემი შვილი სასაფლაოზე იყო. თურმე დედაჩემის საფლავზე მისულა და მთელი ოთხი საათი ტრიალებდა. ბებიას გაანდო თავისი გულისტკივილი და ასე წავიდა ამ ქვეყნიდან", - ვუსმენდი განადგურებულ მამას და სანუგეშოს ვერაფერს ვეუბნებოდი.

როგორც ახლობლები ამბობენ, ბექას ბოლო დროს შეყვარებულთან დაეძაბა ურთიერთობა და ამის გამო გაღიზიანებული იყო. გოგონა ბექაზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, თურმე ნათესავებთან დაიჩივლა კიდეც, რომ ის გოგო მისი სიყვარულის ღირსი არ იყო, რადგან სხვასთანაც ჰქონია რომანი. "16 ივნისს საღამოს გადმოვიდა საზღვარზე. შემდეგ ტირში სათამაშო მოუგია. ამის მერე იმ გოგოსთვის დაურეკავს და შეხვედრა უთხოვია. არ ვიცით, მათ შორის რა დიალოგი გაიმართა... ამის მერე ბექას ვეძებდით...", - ამბობს ნათესავი.

ჩვენ ვცადეთ ბექა გოგიტიძის შეყვარებული გოგონას ადგილსამყოფლის დადგენა, მაგრამ ვერ შევძელით. მიმდინარეობს გამოძიება და სამართალდამცავები დაადგენენ, რა გახდა 21 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი.


წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42