მგზავრთა გაზრდილი ნაკადის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მოთხოვნად მარშრუტებზე - ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებებზე დამატებითი მატარებლები დაინიშნა და სადღესასწაულო დღეებში 3-3 მატარებელი იმოძრავებს.
,,საქართველოს რკინიგზამ" აღნიშნული მიმართულებით მატარებლების ადგილების რაოდენობა 44%-ით გაზარდა, რაც დამატებით 1900 ადგილის ნიშნავს და მთლიანად დააკმაყოფილებს აჭარის, გურიის და სამეგრელოს მიმართულებით მგზავრობის მსურველთა მოთხოვნებს.
ბილეთების გაყიდვა დღეიდან არის შესაძლებელი, ხოლო რეისები 25 დეკემბრიდან განხორციელდება.
აღნიშნულ პერიოდში მატარებელი თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით დღის განმავლობაში 3 რეისს შეასრულებს. თბილისიდან მახინჯაურისაკენ მატარებლები 08:00 სთ-ზე, 10:10 სთ-ზე და 22:35 სთ-ზე გაემგზავრებიან.
მახინჯაური-თბილისი ასევე 3 რეისს შეასრულებს - 09:15 სთ-ზე, 18:00 სთ-სა და 22:40 სთ-ზე.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით კი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ: თბილისი-ზუგდიდი - 08:50 სთ; 13:00 სთ; 23:05 სთ. ხოლო ზუგდიდი – თბილისი - 09:55 სთ; 18:15 სთ; 22:00 სთ.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, თბილისისკენ მომავალი მატარებლების ჩამოსვლის დროები საქალაქო ტრანსპორტის სამუშაო საათებს მაქსიმალურად მორგებულია, რაც ყველა რეისის მგზავრებს საშუალებას აძლევს, მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტისა და მეტროს საშუალებით გააგრძელონ.
უცვლელილი რჩება ბილეთის ფასი 9 სხვადასხვა კლასის ადგილებზე და ბილეთის ფასი 5-დან 40 ლარამდე მერყეობს. ასევე მოქმედებს სტუდენტური 50 %-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის ადგილზე და 50%-იანი ფასდაკლება საერთო (ე.წ პლაცკარტი) ვაგონებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
ბილეთის შეძენა შასაძლებელია როგორც რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის www.railway.ge და სწრაფი გადახდის აპარატების (PayBox) მეშვეობით.
მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მოქალაქეებს შეუძლიათ 24-საათიან საინფორმაციო სამსახურს მიმართონ ნომერზე - 1331.
მასალის გამოყენების პირობები






