მან ეს განცხადება, დღეს, ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.
უკრაინელების მიერ გამოცხადებული სამშვიდობო პროცესი, რომელიც ჩვენთან შეთანხმებული არ არის, ჩვენს მიერ არ არის მიღებული, - ნათქვამია განცხადებაში. იქვე ხაზგასმულია, რომ კვირას გამთენიისას საზენიტო დანადგარებიდან და ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს უკრაინული პოზიციები ჩრდილოეთში კარაჩუნის ფერდობზე. განადგურებულია ერთი ნაღმტყორცნი და ერი ტყვიამფქრვევი. მოწინააღმდეგეს ცეცხლისთვის არ უპასუხია, - ნათქვამია ტერორისტის შეტყობინებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა აგრეთვე შეუტიეს უკრაინელ სამხედროებს ოქტომბრის რაიონი, კონსტანტინოვკის დასავლეთით. დაღუპულია 3 და დაჭრილია 15 უკრაინელი სამხედრო.
როგორც ცნობილია, 20 ივნისს პრეზიდენტმა პოროშენკომ გასცა ბრძანება ცეცხლის ეწყვეტის ესახებ. 20 ივნისის 22:00 საათიდან 27 ივნისის 10:00 საათამდე უკრაინელი სამხედროები ცეცხლს არ გახსნიან.
მასალის გამოყენების პირობები






