NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს
საზოგადოება - 11:29, 17 Dec, 2012     382

 

დღეს შედეგები ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში, ლუის ნავარომ გააცნო საზოგადოებას. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 80%-ს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, 29%-ს კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კვლევის მიხედვით, რომლის პრეზენტაციაც დღეს NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააკეთა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსახლეობის 63%-ს მოსწონს, ეკა ბესელია 61%-ს, თინა ხიდაშელი 61%-ს, ზვიად ძიძიგური 60%, კობა დავითაშვილი კი - 53%-ს.

კითხვაზე, ,,მოგწონთ თუ არა აღნიშნული პოლიტიკოსები", გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ დავით ბაქრაძე მოსწონს, ასევე 42 %-ს მოსწონს გუბაზ სანიკიძე, გიგი უგულავა მოსწონს 29%-ს და კობა დავითაშვილი 53%-ს.

NDI-ის კვლევის თანახმად, ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 93%-ს მოსწონს.

კითხვაზე, ,,ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას", პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა - ირაკლი ალასანიას თადაცვის მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 72% ეთახმება, თეა წულუკიანის - 70%, სოზარ სუბარის - 66%, მაია ფანჯიკიძის - 66%, ირაკლი ღარიბაშვილის 63%, ნოდარ ხადურის - 59%, ლევან ყიფიანის - 57%, დავით სერგეენკოს - 53%, გიორგი მარგველაშვილის ასევე 53%, გურამ ოდიშარიას - 52%, კახა კალაძის - 52%, დავით კირვალიძის - 51%, პაატა ზაქარეიშვილის - 48%, გიორგი კვირიკაშვილის - 47%, დავით ნარმანიას - 44%, ალექსი პეტრიაშვილის - 44%, დავით დარახველიძის 43%, ხათუნა გოგალაძის - 43%, დასაქმების მინისტრის კახა საკანდელიძის - 43%, კოტე სურგულაძის - 42%.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითული მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებას ,,ქართული ოცნება" შეძლებს, ხოლო 5% ფიქრობს, რომ ამ საკითხებს ,,ნაციონალური მოძრაობა" მოაგვარებს.

ამასთან, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ პენსიების საკითხების მოგვარებას ,,ქართული ოცნება" შეძლებს, 7% კი ფიქრობს, რომ ამ საკითხს ,,ნაციონალური მოძრაობა" მოაგვარებს.

გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ ჯადაცვის საკითხებს ,,ქართული ოცნება" მოაგვარებს, ხოლო 7% ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოგვარებას "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42