დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, თუმანიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს, აღმკვეთ ღონისძიებას კი დრეს შეუფარდებენ. ბიზნესმენს პროკურატურა ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ედავებოდა. ამ დროისათვის კი ძალაში მხოლოდ ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება რჩება. თუმანიშვილი, მესამე დრეა, დაკავებულია. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.
,,გუშინ ბრალი უკვე წარედგინა.3210-ე მუხლით, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია. ველოდებით, რას გვეტყვიან ექიმები. აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდება შუამდგომლობის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში, ანუ უკვე დღეს. თუ კატეგორიულად გამორიცხავენ ახალციხეში გადაყვანის სესაძლებლობას, ამ შემთხვევაში მოსამართლე იძულებული იქნება, ჩამოვიდეს თბილისში და ადგილზე ჩაატაროს პროცესი"- აცხადებს თუმანიშვილის ადვოკატი,მამუკა მდინარაძე.
,,შემოსულია ჰიბერტონული კრიზისის ანუ იგივე არტერიული წნევის კრიზის ფონზე. აღენიშნება საეჭვო სისხლის მიმოქცევის მოშლა. კარდიოლოგმა და ნევროპათოლოგმა გასინჯა და საჭიროდ ჩათვალა დამატებითი გამოკვლევები."_ აცხადებს ექიმი გივი მაისურაძე.
მასალის გამოყენების პირობები






