პროლაქტინი ენდოკრინოლოგიური ჰორმონია, რომელიც ადამიანის თავის ტვინშია მოთავსებული და გამომუშავდება როგორც ქალის ასევე მამაკაცის ორგანიზმში.
ორსულობისას სისხლში პროლაქტინის დონე იმატებს, რაც ქალის ორგანიზმში რძის გამომუშავებას იწვევს. პროლაქტინის სიჭარბემ შესაძლოა ქალებში გამოიწვიოს: უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის არევა. სქესობრივი მომწიფების დროს იგი მოქმედებს ესტროგენებთან კავშირში და მისი გავლენით იზრდება მკერდის წილების რაოდენობა და ზომა. ხოლო მამაკაცებში სქესობრივი დისფუნქცია.
ასევე პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი პროლაქტინომის რისკებს ზრდის, რაც ჰიპოფიზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმსივნეა, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი ხასიათისაა. ქალებში უფრო ხშირია, თუმცა გვხვდება მამაკაცებშიც.
რა რისკებს უქმნის ადამიანის ორგანიზმს პროლაქტინომა?
- ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი პროდუქცია, არაორსულ ქალებსა და მამაკაცებშიც კი რძის გამოყოფას იწვევს;
- სიმსივნის ზრდა და მისი ზეწოლა ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე.
მისი შემცველობა სისხლში დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მაჩვენებელს გვაძლევს, საგრძნობლად მატულობს ფიზიკური თუ ემოციური სტრესის პერიოდში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანალიზის აღების დროს, იმისთვის რომ კვლევის მაჩვენებელი ზუსტი იყოს, საჭიროა ანალიზის აღება მოხდეს დილით, გაღვიძებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.
სისხლში პროლაქტინის შემცველობის განსაზღვრის მიზანია:
თავის ტკივილისა და მასთან ერთად მხედველობის მოშლის მიზეზის დადგენა;
მამაკაცებში უნაყოფობისა და ერექციული დისფუნქციის მიზეზის დადგენა;
ქალებში უნაყოფობის მიზეზის დადგენა;
პროლაქტინომის დიაგნოსტიკა;
ჰიპოფიზის ფუნქციის დადგენა;
მეთვალყურეობა პროლაქტინომის მკურნალობისას
ჰამბურგის ლაბორატორია გთავაზობთ პროლაქტინის აღებას დილის 7 საათზე, ბინაზე გამოძახებით, რაც სწორი შედეგის გარანტიაა. (ბინაზე გამოძახება უფასოა)
მასალის გამოყენების პირობები