რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრი კირილი უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტროს რელიგიისა და ეროვნებათა საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს სხდომა უნდა გაემართა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სინოდზე გარე ძალების ზეწოლის შედეგად სხდომაზე რუსეთის პატრიარქიც არის მიწვეული. როგორც რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელი, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვიზიტი რუსული სამხედრო აგრესიის მსვლელობისას არასასურველი, პროვოკაციული და პოლიტიკურად ანგაჟირებულია“- ნათქვამია ვლადიმერ იუშკევიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრის ჩასაშლელად ყველაფერს გააკეთებს.
„ჩემი აზრით, მსგავსი ვიზიტი კონფესიათაშორისი დაპირისპირების ტალღას გააღვივებს, შესაბამისად, ის შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის აგრესიის დასრულებისა და უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ“-ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






