ივანიშვილის ფინანსური რესურსი და სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალი - დიმიტრი შაშკინი
პოზიცია - 00:59, 19 Jun, 2014     5197
რა მთავარი მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებამ 2014 წლის ადგილობივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას“, რატომ ვერ გამოდის ,,ნაციონალური მოძრაობა“ წარულის კომპლექსიდან და აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სახით ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად სეროზული რეზერვი პოლიტიკაში, ვიდრე ეს ,,ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილია. ამ და სხვა თემებზე ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

_ადგილობრივი არჩევნები მთელ მსოფლიოში ნაკლებად გამოირჩევა თავისი დაძაბულობით, შედარებით საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნებისგან, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი კლასიკური გაგებისა, ეს არჩევნები იყო საკმაოდ დაძაბული და არის კიდეც, რადგან დაინიშნა მეორე ტურები. ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური შეხედულებები, ანტიპატიები და შევაფასოთ აბსოლუტურად ობიექტურად, თუ რა მოხდა 2014 წლის არჩევნებში.

პირველი, რაც უდნა აუცილებლად ვთქვათ, ის ხალხი, რომელსაც აქვს გამოცდილება არჩევნებში მუშაობის სხვადასხვა ქვეყნებში და მე პირადად 11 წლის განმავლობაში ვმუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და არჩევნებზე მუშაობა მიწევდა ამერიკის შეერთებული შტატებით დაწყებული აზერბაიჯანით დამთავრებული... საქართველოში უნდა ვთქვათ, რომ ბოლო ორი წელი გვერდზე გაიწია კლასიკურმა საარჩევნო კამპანიებმა, ისეთი როგორიც ტარდება აშშ-ში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, როცა ადგილი აქვს იდეების ბრძოლას და ამომრჩეველს აქვს საშუალება, აირჩიოს მისთვის საუკეთესო მომავალი. ეს საქართველოში ბოლო ორი წელი, როგორც ავღნიშნე, არ ხდება. ის, ვისაც აქვს გამოცდილება რუსეთში მუშაობის, დაადასტურებს, რომ ასეთი საარჩევნო კამპანიები ხშირად ტარდებოდა 90-იან წლებში, კერძოდ, როცა ის ორიენტირებულია, და მას ლეიტმოტივად გასდევს კომპრომატები და დაძაბულობა. საარჩევნო კამპანიების სახელმძღვანელოში რუსული საარჩევნო კამპანიები შევიდა, როგორც კომპრომატების კამპანია, ანუ დასავლური ორიენტირებულია პოზიტივზე, მომავალზე და შეჯიბრითობის პრინციპზე - ვინ უკეთესს წარუდგენს ამომრჩეველს და ეტყვის ხალხს, რუსული არის ორიენტირებული შეჯიბრზე, თუ ვინ უკეთ წარმოაჩენს ძალადობას და კომპრომატებს...

_თუმცა, ჩვენს შემთხვევაშიც კომპრომატების ომს ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების პირობებში, თუნდაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისთანავე...

_სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ბოლო ორი წერლია ამას აქვს ადგილი ჩვენთანაც. არ ყოფილა კომპრომატების ომი იგივე 2004-2006-2008 წლის არჩევნების დროს... მაგალითად, რა დაგამახსოვრდათ დავით ნარმანიას საარჩევნო კამპანიიდან...? ამ თვალსაზრისით ნარმანიას კამპანიიდან შეიძლება გამოვყოთ ცოტა ექსტრაორდინალური იდეა, როგორიც არის მილიონი ხის დარგვა, დანარჩენი კონკრეტული წინადადება მე, რომელსაც პოლიტიკა მაინტერესებს არ მახსოვს. არიან ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ან საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა, შესაბამისად, ჩვენისთანა, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს თუ არ ახსოვს ხელისუფლების მესიჯი ამ არჩევნებში, შეუძლებელია ახსოვდეს პოლიტიკით ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანს.

_,,ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიიდან, პოზიტიური რა დაამახსოვრდა თქვენი აზრით ამომრჩეველს...?

_იგივე პრობლემები ჰქონდა ნაცმოძრაობას, დაიწყო პოზიტიური მესიჯი ნიკა მელიამ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ იყო მოსახლობამდე მიტანილი, იგივე ეხება ბურჯანაძის, კუკავას და სხვათა პარტიებს, ვინც არჩევნებში მერის კანდიდატით იყო წარმოდგენილი. ეს ერთი, რაც თვალში საცემი იყო...

მეორე, რაც საარჩევნო კამპანიამ აჩვენა, ეს არის ძალადობის დონე ქვეყანაში და ამაზე არის ძალიან ბევრი საუბრები, ეს მოხვდა ევროკავშირის დასკვნებში, ევროსაბჭოს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დაწერა, რომ ძალადობა მიუღებელია, რომ ძალადობის ფონი თან ერთვის საარჩევნო კამპანიას.

_რითი არის განპირობებული ძალადობა?

_ეს არის განპირობებული ქვეყანაში იმით, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ პროცესებისგან ხშირ შემთხვევაში გაიწია განზე და თვალი დახუჭა... წარმოიდგინეთ, 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობამ რომ გაიწიოს ყველა პრობლემისგან, უხეშ მაგალითს მოვიყვან, პირობითად შავკანიანმა მოკლას თეთრკანიანი და აღმოჩნდა, რომ ერთ კონკრეტულ სოფელში არის ძალადობის გამოვლინება, აქ რომ მთავრობამ გაიწიოს განზე, ასპროცენტიანი გარანტიით გეტყვით, რომ აქ თავს წამოყოფს ,,კუკლუს კლანი“ და დაიწყებენ შავკანიანების ჩამოხრჩობას, მერე ვიღაცას არ მოეწონება ესპანელი, იტალიელი, ირლანდიელი და დაიწყება ანგარიშსწორება... ასეთი რადიკალური ჯგუფები, მათ შორის ირმა ინაშვილის ჯგუფი ვნახეთ ჩვენ და ასეთები ყოველთის არიან, იყო ჩვენ დროსაც, იყო ზვიად გამსახურდიას დროსაც, მაგრამ აქ არის სახელმწიფოს ვალდებულება თუ როგორ მოქმედებს და რას გააკეთებს. თუკი სახელწმიფო გაწეულია და ჩემი აზრით შეგნებულად, ის აქეზებს ან თვალს ხუჭავს ამაზე. ის ძალადობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს, უკავშირდება იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელიც არის. ამაზე არავინ არ საუბრობს და მინდა ამ თემას შევეხო.

_რას გულისხმობთ ამ მიმართულებით პოლიტიკურ რეპრესიებში?

_საქართველოში დაახლოებით 20-25 წელის შეიცვალა კომუნისტური ხელისუფლება, მოვიდა ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში და მან შეცვალა, მოვიდა შევარდნაძე და რევოლუციით ჩამოაგდო გამსახურდია, შემდეგ მოვიდა სააკაშვილი რევოლუციით და შემდეგ უკვე არჩევნებით სააკშვილის ხელისუფლებამ წააგო ,,ქართულ ოცნებასთან“. როცა მოვიდა გამსახურდია ხელისუფლებაში, დამისახელეთ ერთი ფაქტი, როცა მან რევანში დაიწყო კომუნისტურ ხელისუფლებასთან, კომუნისტები იყვნენ პარლამენტში, არჩევნების გზით შევიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 70 წელი საბჭოთა რეჟიმს ხელმძღვანელობდნენ, ჩვენ ვიცით, რა რეპრესიებსაც ჰქონდა ადგილი ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას წინააღმდეგ, მთელი პოლიტიკური ელიტა მაშინდელი იყო რეპრესირებული საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის მიერ. ისინი გადათელა მთელმა საბჭოურმა მანქანამ... მიუხედავად ამისა, პირველი რაც გაკეთდა, არანაირი რეპრესიები კომუნისტების წინააღმდეგ არ განხორციელებულა. დღეს ჩვენი პარტმუშაკი ვოლსკი რომ გვმოძღვრავს, არანაირ რეპრესიებში ის გატარებული არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის კომუნისტური პარტიის მდივანი იყო... ამ ხალხს, მე ვახსენე იგივე ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, მათ კარგად ესმოდათ, სად მიგვიყვანდა ასეთი რეპრესიული პოლიტიკა. პოლიტიკური რევანშიზმი დააბრუნა შევარდნაძემ, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრეებზე იყო სერიოზული რევანშიზმი - სვამდნენ ციხეში და ა.შ. ეს კარგად უნდა ახსოვდეს ზვიად ძიძიგურს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების გამო იჯდა ციხეში. მე შეგახსენებთ ერთ ფაქტს, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, პირველი ვინც გადაეფარა ვახტანგ რჩეულიშვილს იყო თავად მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ, რომ მასაც და ყველას კარგად ესმოდა, რომ თუკი აგრესიულ ჯგუფს მიუშვებ და ასეთი ჯგუფები იყო ვარდების რევოულიციის დროსაც, მაშინ მივალთ სავალალო შედეგამდე. მოვიდა ახალი მთავრობა და დაიწყო პოლიტიკუი რეპრესიები ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძემ.

_თუმცა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები იმასაც გახსენებენ, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მანაც დაიჭირა მაღალჩინოსნები, მათ შორის იყო მირცხულავა, მოლაშვილი...

_კი ბატონო, იყო კონკრეტული საკითხები, რაზედაც ახლაც ისმევა შეკითხვები. მე გაგახსენებთ, რას აკეთებდა ნაცმოძრაობა, როცა მოვიდა ხელსიუფელბაში. პირველი, რაზეც საუბარი მიდის ნაცმოძრაობაზე და ამის არევა პოლიტიკურ რეპრესიებში არ შეიძლება, ეს ეხებოდა იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბიზნესს ატერორებდა... რა ხდებოდა მე ამის საქმის კურსში ვიყავი, მაშინ ვმუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჩვენ ამ მასალებს ვაგროვებდით, ეს ჩვენი მოვალეობა იყო. პროკურატურა იბარებდა ბიზნესმენებს, რომელსაც ქარხანა აქვთ აღებული 1000 ლარად, როცა ქარხნის რეალური ღირებულება არის 10 მილიონი. პროკურატურა ეუბნებოდა მათ, ან დაუბრუნებ სახემწიფოს 1000-ლარად აღებულ ქარხანას, ან გადაიხადე მისი რეალური ღირებულება 10 მილიონი ლარი, მის საბაზრო ღირებულება. ჩემი აზრით, ეს სამართლიანობასთან ახლოს იყო. თუ არის ქარხნის ფასი რამდენიმე მილიონი, გეუბნება სახელმწიფო, რომ რაც ჩადე მასში ჩაგეთვლება, არავინ არ გართმევს, მაგრამ გადაიხადე საბაზრო ფასი, რაც იყო იმ მომენტისთვის.

_თუმცა სწორედ ასე ბიზნესის დაბრუნების დროს ხდებოდა გადაცდომები....

_იყო გადაცდომები, კი ბატონო და სწორედ ამის გამო ნაცმოძრაობამ აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებში, როცა წააგო. ორი წელი გამუდმებით არის საუბარი მხოლოდ წარსულზე და იმ შეცდომებზე, ესეც არის მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არჩენებმაც გამოკვეთა, კერძოდ ის, რომ უნდა მორჩეს მუდმივად ამაზე საუბარი და ნაცმოძრაობა უნდა გამოვიდეს წარსულის კომპლექსიდან და დაიწყოს საუბარი მომავალზე. ოპონენტები ამას არ შეწყვეტენ და როცა არაფერი გაქვს სათქმელი, მერე უკვე წარულში იქექები... მაგრამ აუცილებელია ნაცმოძრაობისთვის ამ ფსიქოლოგიური კომპლექსების მოშორება. 9 წლის განმავლობაში იყო დაშვებული შეცდომები და ამას არ უარყობს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც და ამბობს ღიად. მე მაინც მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არის რა იქნება მომავალში.

_ცოტა არადამაჯერებლად ხომ არ ეჩვენება საქართველოს მოსახლეობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ აღიარება, იქნებ ესეცაა პრობლემა...

_თუ ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რაც ვნახეთ გლდანის ციხეზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ პირებზე, რომელიც სჩადიოდა ამ დანაშაულს და სხვათა შორის, რომლებიც ჩვენი ხელსიუფლების დროს, ჯერ კიდევ სექტემბერში დავაპატიმრეთ, ისინი რომლებიც აწამებდნენ ხალხს და შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გამოუშვა. მაგრამ არსებობს დამნაშავე და არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი და თუ ჩვენ გვინდა ყველა დანაშაული ,,შევტენოთ“ პოლიტიკურ ელიტას, ეს არასწორია. პოლიტკური პასუხსიმგებლობა, როგორც ავღნიშნე, ჩვენი ხელისუფლების იყო ის, რომ 2012 წელს დავმარცხდით არჩევნებში და ხალხმა ხმა არ მოგვცა. რაც შეეხება საზოგადოებისთვის დამაჯერებელს, ეს მოხდება მაშინ, როცა ნაცმოძრაობა დაიწყებს საუბარს მომავალზე და ქვეყნის მომავალ პერსპექტივებზე, ეს კომპლექსები ნაცმოძრაობამ უნდა მოიშოროს და ყველამ - როგორც ლიდერმა, ისე მხარდამჭერმაც უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური ფასი გადახდილია. არავის მოუვა თავში აზრად, რომ ჯორჯ ბუში დაადანაშაულოს აბუგრეის ციხის სკანდალში, იგივე ბილ კლინტონი დაადანაშუალოს იმაში, რომ სომალიში სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპნენ სამხედრო ელიტარული ნაწილის წარმომადგენლები, არ მოუვა არავის თავში აზრად, რომ ობამას მოსთხოვონ კონკრეტული პასუხი და დაადანაშაულონ ადმინისტრაციის ჩინოვნიკი დანაშაულში, რაც ხდება აშშ-ში, ეს ნონსენსია. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ არსებობს ქვეყანში სოფიზმი, რომელსაც ჯერ კიდევ ადრე ებრძოდა არისტოტელედან დაწყებული ინტელექტუალური ელიტა. სოფიზმი მუშაობს ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ ფართო პოლიტიკური განათლება და ცდილობენ დაუკავშირებელი ერთმანეთს დააკავშირონ, მაგალითად სირაქლემა და ადამიანი დააკავშირო იმიტომ, რომ ორივე დადის ორ ფეხზე...

_არჩევნების შედეგებმა რა გამოკვეთა და რა მესჯი მისცა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც?

_ნაცმოძრაობამ, მიუხედავად იმ ძალადობისა, რაც ხდებოდა, შეინარჩუნა თავისი ბაზისური ელექტორატი, რაც კარგია. თუმცა პარტია ჯერ-ჯერობით ვერ გადის ამ კომპლექსებიდან და მკვეთრი მესიჯების არარსებობიდან გამომდინარე ნეიტრალურ ამომრჩევლეზე.

_ხელისუფლებამაც ხომ არ შეუწყო ხელი ,,ნაცმოძრაობა“ იმით, რომ საზოგადოების მოლოდინი ვერ გამართლდა და ის მუდმივად აპელირებდა ,,ნაცმოძრაობის“ წარსულზე...

_ძალიან ბევრი საუბარია ,,ქართული ოცნების“ შედეგებთან დაკავშირებით და მანიპულირებენ მათემატიკაზე და ესეც სოფიზმის მაგალითებში რჩება. ფაქტია, ოცნებამ დაკარგა ამომრჩეველი რაოდენობრივად და პროცენტულად, არ აქვს მნიშვნელობა საიდან ზომავ. საარჩევნო კამპანიის სახელმძღვანელოებშიც წერია, რომ ადამიანს როცა გული აუცრუვდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე, პირველი რასაც აკეთებს, ის არჩევნებზე არ მიდის, მეორე ის უკვე სხვას აძლევს ხმას და მესმე - ის რადიკალურ ზომებზე გადადის. მნიშვნელოვანია, რეაქცია ,,ქართული ოცნების“ - იმ ფონზე, როცა არ ჩატარებულა არანაირი მტკივნეული რეფორმა და მათ დაკარგეს ამომრჩეველი. როცა პოლიტიკოსი ხარ გაქვს ორი ვარიანტი, ერთი როცა დიდი კაპიტალით მოდიხარ, მერე ატარებ მტკივნეულ რეფორმებს და ამ კაპიტალის ნაწილს კარგავ, თუმცა იმისთვის აკეთებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კაპიტალი ისევ მიიღო, როგორც ეს დაკარგა სააკაშვილმა მტკივნეული რეოფრმების დროს. მოვიდა დიდი კაპიტალით და ჩემი აზირთ, სააკაშვილის დიდი პლიუსი რაც იყო, ის არასოდეს არ იკეთებოდა და არ ეჭიდებოდა თვის კაპიტალს, მან გაატარა მტკივნეული რეოფრმები და ამაზე უარი არ თქვა, იგივე პატრულის რეფორმა, როცა ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი დატოვა.

_ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია რადიკალიზმი რეფორმების კუთხით და მიუხედავად ამისა, მათ დაკარგეს ამომრჩეველი...

_2012 წლიდან რამე რადიკალური რეფორმა თუ განხორციელებულა, გნებავთ ფინანსრუი, გნებავთ ჯანდაცვის კუთხით. ჯანდცვის რეფორმა იყო დაწყებული და შეიცვალა ის, რომ ძველი ხელისუფლება აზღვევდა კომპანიების მეშვეობით, ეხლა სახელწმიფო აზღვევს, აქ რადიკალიზმი არსად არ არის, მაშინ როცა ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, საბაჟო, განათლების სიუსტიციის რეფორმები, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო და ბოლოს და ბოლოს 50 ათასი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან. საზოგადოებამ ახალი ხელისუფლებისთვის გაუშვა სიგნალი, რომ მას არ მოწონს ის, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. პოლიტიკოსი ან იღებ ან არა ამ სიგნალს, რომელიც ძალიან მკვეთრი იყო ამ არჩევნებში. იმის მაგივრად რომ მთავრობის წარმომადგენლები ამ მესიჯს ღებულობდნენ და გამოსწორებაზე საუბრობდნენ, ჩვენ ვხედავთ მათემატიკით მანიპულირებას და იმას, რომ ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ. ეს არ არის რეალობის აღქმა. მე ასეთ ქმედებას ვუკავშირებ ბიზნეს მართვას, რომელიც განსხვავებულია სახელმწიფოს მართვისგან. ბიზნეს როცა გაყიდვები უმცირდება, იმისათვის, რომ საფონდო ბირჯაზე არ დაეცეს მისი აქციები, ბიზნესი ბოლომდე მალავას ამას და თავს წარმოაჩენს ისე თითქოს, პრობლემა არ არსებობს. ეს ბიზნესში სწორი მიდგომაა, თუ ბიზნეს კომპანია აღიარებს, რომ მას გაყიდვები შეუმცირდა, მაშინ მისი ეს აისახება საფონდო ბირჟაზე და აქციები წავა ქვემოთ, ამიტომ ბიზნესში ამას უარყოფენ. თუკი ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფო უყურებს როგორც კორპორაციას, აქ არის შეცდომა. მოსახლეობა არ არის აქციონერი, ისინი აქციებს კი არ ფლობენ, ეს ქვეყანა მათია, ხალხს ეკუთვნის, ეს ადამიანები აქციებს კი არ ყიდულობენ, ხმას გაძლევენ. შენ უნდა აჩვენო ხალხს, რომ გესმის მათი პრობლემები.

ბიზნესს აქვს თავის წარატების ფორმულა და რა არის პოლიტიკის წარმატების ფორმულა: უნდა გქონდეს კონტაქტი ამომრჩევლეთან, უნდა გქონდეს საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ამომრჩევლეს აწუხებს და მესამე - უნდა გენდობოდეს, რომ შენ მართლა გაწუხებს მათი პრობლემები და შეგიძლია გამოასწორო, ანუ კომუნიკაცია, პრობლემის იდენტიფიკაცია და ნდობა. ეს არის პოლიტიკოსის წარმატების ფორმულა, რომელიც სრულად განსხვავდება ბიზნესის წარმატების ფორმულისგან. მოსახლეობამ მოგცა სიგნალი და ის ჯერ პასიურია, არ მოვიდა არჩევნებზე, იმის მაგივრად რომ გაანალიზო, შენ ეუბნები, რომ ყველაფერი მოიგე.

თუ სახელმწიფომ გააგრძელა იგივე პოლიტიკა, რასაც აკეთებს, თუკი ფინანსთა მინისტრი გამოვა და იტყვის, რო ფული არ არის იმიტომ, რომ კაზინოში ხალხი ცოტა თამაშობს და ნაგავი ცოტაა და აქედანაც ფული არ მოდისო, თუკი ხელისუფლება არ ისაუბრებს უმუშევრობასა და სოციალურ პორბლემეზე და ისაუბრებს იმაზე, რაც მას სურს, თუ ხალხი გთხოვს ერთს და ეუბნები მეორეს და მათ გზავნილზე თვალს ხუჭავ, მაშინ უკვე ხალხი აღარ გენდობა და აღარ მოგცემს ხმას.

_ფიქრობთ, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შანსი იბრძოლოს ხელისუფლებაში მოსვლისთვის?

_ამიტომ არის აუცილებელი, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოვიდეს კომპლექსებიდან, მას პოლიტიკური ფასი გადახდილი აქვს. ერთ მაგალითს გეტყვით, მთავრობის შეცვლის შემდეგ, ამერიკაში როცა წავედი, ჩამოდიოდნენ ახალი მთავრობის წევრები და მოქონდთ დისკები, სადაც იყო ჩაწერილი გლდანის ციხის კადრები, ამ კადრების 99% უნდა ითქვას, რომ არის დადგმული, ერთი პროცენტი არის ნამდვილი და არც დაობს არავინ. ეს დისკები ჰქონდათ კონკრესში და მათ ურიგებდნენ...

_კონგრესმენების რეაქცია როგორ იყო ამაზე?

_ჩემი წარსულიდან გამომდინარე, პირადად ვიცნობ ბევრ კონგრესმენს და სენატორს, ძალიან უკვირდა ამ ხალხს ამ დისკების შესახებ. ერთ-ერთმა პირდაპირ მითხრა, რომ რა შუაშია მთავრობა იმასთან რაც ხდება ციხეში. შემდეგ ეტყობა ვიღაცამ უთხრა, რომ რა სისულელეებს აკეთებთ და რას არიგებთო. ვერ წარმოედგინათ, რომ იქ დაერიგებინათ აბუგრეის ციხის კადრები... ვინმეს წარმოდგენაში ჰქონდა, რომ პირადად პრეზიდენტი, მინისტრები და პრემიერი აწამებდა პატიმრებს?

_თუმცა ამ კადრებს გადაყჰვა სწორედ თქვენი ხელისუფლება... ფიქრობთ, რომ ხელისუფლების რეიტინგის კლებამ შეიძლება ტენდენციური ხასიათი მიიღოს?

_დემოკრატიაში ხელისუფლებები იცვლებიან, როცა შენ ამომრჩევლეს თავს ახვევ პოლიტიკურ რეპრესიებს ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეუქმნა, ორი გამოსავალი - ან დემოკრატიაზე უარს იტყვი და დიქტატურაზე წახვალ იმიტომ, რომ არჩევნებს წააგებ, ან არჩევნებს წააგებ, მაგრამ მოხდება ის, რომ დაიწყება ახალი ციკლი, ანგარიშსწორების ციკლი.... ეს ესმოდა ზვიდ გამსახურდიას, ესმოდა გია ჭანტურიას, მიუხედავად იმისა, რომ თავის თავზე იწვნიეს დიქტატურა, ეს ესმოდა სააკშვილს, როცა რჩეულიშვილს გადაეყარა... დასავლეთში ეს ესმით და ამიტომაც ეუბნებიან, რომ დაანებეთ თავი და მიხედეთ პრობლემებს. რაც შეეხება რეიტინგის კლების ტენდენციას, ჟონგლიორობით და სოფიზმით კი არ უნდა იყო დაკავებული, არამედ პრობლემებზე მუშაობით.

თუ ,,ნაცმოძრაობა“ მიხვდება, რომ წარსულს ჩააბაროს პრობლემები და ბაზისური ელექტორატი შეინახო, მაშინ მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, რომელიც სხვას არავის აქვს - ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ვიღაცას მოსწონს თუ არა სააკაშვილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მისი დონის, წონის და გამოცდილების პოლიტიკოსი საქართველოში არ არის.

_თქვენ ფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაცმოძრაობა სააკაშვილის რესურსს უკვე სერიოზულად გამოიყენებს?

_ომის დროს გარკვეული რეზერვი გაგვაჩნია, როგორც წესი, და იყენებ საჭიროების დროს. ეს პოლიტიკური რესურსი არ იყო გამოყენებული და არსებობს, ანუ პოლიტიკურ რუქაზე დევს.

_ველოდოთ სააკაშვილის გააქტიუებას? მან გააკეთა განცხადება უკვე, რომ ცვლილებებს თვილისიდან ვიწყებთო...

_ეს არც მე ვიცი, არც თქვენ რა მოხდება.

_შეიძლება ითქვას, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ,,ქართული ოცნებისთვის“ შემონახული აქვს ბოლო რეზერვი სააკაშვილის სახით?

_აქ საუბარია იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ორივე პარტია და რომ ორივე რეალობას უნდა შეხედოს. წარულის კომპლექსებისგან უნდა გათავისუფლდეს ნაცმოძრაობა და მომავალზე იფიქროს. თუ ,,ქართულ ოცნებას“ ფულადი რესურსის სახით ბიძინა ივანიშვილი ჰყავს, რომელიც არ იყო გამოყენებული, ასევე ნაცმოძრაობას ჰყავს და არ აქვს გამოყენებული მიხეილ სააკაშვილის რესურსი პოლიტიკური კაპიტალის სახით.

_ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ფინანსურ კაპიტალს მაინც პოლიტიკური წონის?

_მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გაქვს სამი რესურსი: დრო, ფული, ხალხი. დრო გაქვს შეზღუდული, ხოლო ფულს ყოველთვის წონის ხალხი, არ არსებობს ისეთი ფული, რომელიც ხალხზე და მის მხარდაჭრაზე უფრო წონადი იყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42