ქართველი ადამიანი ცხოვრობს დროის გარეშე, მაშინ როცა დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა
საზოგადოება - 14:09, 16 Dec, 2012     779
ადამიანისა და დროის ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა და ერს მიმართა, რომ დრო არის უძვირფასესი, რომელიც უფალმა ადამიანს მისცა და ადამიანმა უნდა შეეცადოს რომ ყველაფერი მოასწროს თავის განკუთვნილ დროში და შეეცადოს ის მაქსიმალურად გამოიყენოს.

 

პატრიარქმა თავის ქადაგებაში ჯარისკაცებში განათლების და ინტელექტის აუცილებლობაზე უსაუბრდა, უწმინდესმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას კარში განათლების დანერვისკენ მოუწოდა, ,,ჩვენი ჯარი უნდა იყოს არამხოლოდ მცოდნე ომისა და ბრძოლისა, არამედ მოაზროვნე და ინტელექტუალური’’-ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

 

"მე მინდა, ორიოდე სიტყვით გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა ადამიანსა და დროს შორის. ქართველი ადამიანი ცხოვრობს დროის გარეშე, მაშინ როდესაც დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ეს არის უძვირფასესი, რაც უფალმა მოგვცა. ადამიანმა ყველაფერი უნდა მოასწროს მისთვის განკუთვნილ დროში. ძველ რომაელებს უთქვამთ: “დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით დროსთან ერთად". რას ნიშნავს ეს?! საით მიდის ადამიანი?! კაცობრიობა?! ეკლესია?! რას ვაკეთებთ და რა უნდა გავაკეთოთ?! როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო?! ვფიქრობ, რომ ჩვენ ზედმეტად თავისუფალი ადამიანები ვართ და არ გვესმის, რაოდენ ძვირფასია დრო. აქ არიან ჩვენი ჯარისკაცები. მე მინდა, თქვენ იფიქროთ იმის შესახებ, თუ დრო რომელსაც გაატარებთ სამხედრო დაწესებულებებში, რას მოგიტანთ, რას შეიძენთ. იმედი მაქვს, ჩვენ ვიფიქრებთ, თუ რას ნიშნავს დრო ჩვენს ცხოვრებაში და მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დრო, რომელიც განკუთვნილია ჩვენთვის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ადამიანმა უნდა იჩქაროს კეთილი საქმეების კეთება. უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, გავუნაწილოთ მათ ჩვენი პური და თუ ეს არ შეგვიძლია, სიტყვით მაინც ვანუგეშოთ. დაე, ამ იმედმა გადაარჩინოს საქართველო".

 

"თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი, არამედ წიგნი. წიგნები უნდა იკითხოთ და ეს წიგნები გაგამდიდრებთ. მოგცემთ უნარს, განსაზღვროთ, სად არის კეთილი და სად ბოროტი. აქ არიან ჯარისკაცვები, მე მინდა, ვთხოვო ხელმძღვანელობას და მინისტრს, უპირველეს ყოვლისა, რომელიც თვითონ ინტელექტუალური, განათლებული ადამიანია, დანერგოს ეს ჯარში. ჩვენი ჯარი უნდა იყოს არამხოლოდ მცოდნე ომისა და ბრძოლისა, არამედ მოაზროვნე და ინტელექტუალური", - ბრძანა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42