დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და წარმომადგენელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ბრალდების მხარე „ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო კომისიის წევრის ზურაბ ყოჩიაშვილის და წარმომადგენლის მამუკა ბაღაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.
პროკურორის მოთხოვნას ბრალდებულების ადვოკატი გიორგი გელხაური არ დაეთანხმა და გირაოს შესახებ შუამდგომლობა წარადგინა.
სასამართლო პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დაკავებულების გათავისუფლება პირადი თავდებობის საფუძველზე მოითხოვეს.
ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა ბაღაშვილი დედოფლისწყაროს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის ძმაა. ლევან ბეჟაშვილმა მომხდარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ არჩევნების ღამეს, ორი პირი №14 საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მე-7 საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. საქმის არსებითი განხილვა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 12 აგვისტოსთვის დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






